ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47454

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე პეტრე ანჩაბაძემ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ მიქელაძის მომხრე იყო, რის გამოც მას ყუთი არ დაუდგეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ როსტომ მეფის მეუღლის, მარიამის მიერ ქართული ანბანით ნაქარგი ომოფორი ქრისტეს საფლავის ტაძარში ინახებოდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯვრის მონასტერში ინახებოდა 138 ქართული წიგნი, მეათე საუკუნის სასულიერო შინაარსის ხელნაწერი 61 ეტრატი, და ქაღალდის ხელნაწერები (დაწყებული მეცამეტე საუკუნიდან).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯვრის მონასტერში ინახებოდა მე-11 საუკუნეში ქართულად გადაწერილი ბიბლია.(ეს იყო სიძველით მეორე ბიბლია, პირველი ეკუთვნოდა მე-10 საუკუნეს, რომელიც ივერთა მონასტერში ინახებოდა).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ იორდანეს მახლობლად, წმ. საბას მონასტერში მე-15 საუკუნის პაპირუსზე ქართულად ხელნაწერი ლოცვანი აღმოაჩინეს.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N5-6; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ალექსანდრე ავქსენტის ძე. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯვრის მონასტრის მახლობლად მდებარეობდა სოფელი მალხა, სადაც ქართველების (გურჯების) შთამომავლები ცხოვრობდნენ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ათონის მთაზე მდებარეობდა სოფელი ერისო, სადაც ქართველების (გურჯების) 40 ოჯახი ცხოვრობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ნიკო ლორთქიფანიძემ გამოაქვეყნა ებრაული თქმულება „სიკვდილის წამალი“.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნესტორ მხეიძეს ლანჩხუთში აფთიაქი ჰქონდა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე სკოლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად აირჩიეს მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანისა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალმა, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილმა სკოლის კომიტეტის თავმჯდომარეობაზe უარი განაცხადა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანმა წამოაყენა წინადადება, აკაკი წერეთელი სკოლის საპატიო კომიტეტის წევრად აერჩიათ. კრებამ ერთხმად მიიღო ეს წინადადება.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე ივანე თევდორეს ძე სტურუა გამგეობის წევრად აირჩიეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე აკაკი წერეთელს სკოლის კომიტეტის წევრობა შესთავაზეს. აკაკიმ მადლობა გამოუცხადა სხდომის წევრებს პატივისცემისათვის, მაგრამ ავადმყოფობის გამო უარი თქვა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 23 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის სტატია „ორგვარი აზრი აკაკის ლექსებზე“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის მაისში ოლივერ უორდროპი დედოფლის ნათესავთან, ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტთან, ერთად 3 კვირით შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველებს ეწვია.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე სკოლის კომიტეტის 5 წევრი აირჩიეს: რაფიელ ყაზბეგი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ილია წინამძღვრიშვილი, მიხეილ ყიფიანი და ივანე მაჩაბელი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ინგლისში დაიბეჭდა ოლივერ უორდროპის ნათარგმნი ვლადიმერ აღნიაშვილის ზღაპრები.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ოლივერ უორდროპმა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“ რუსულიდან თარგმნა ინგლისურად. მარჯორი უორდროპმა ძმის თარგმანი ორიგინალს შეადარა და შესწორებები შეიტანა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელის (გადაღმელი) პუბლიკაცია „ლიუტერი“ (ლუთერი) და პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა განყოფილების სტუდენტის, ალექსი გრაენის სტატია „რამდენიმე შენიშვნა“ (ადგილობრივის ელემენტის შესახებ ძველის ქართულის მითოლოგიისა).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა არტურ ლაისტის სტატია „Literatura Gruzinska“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ქართულ ლიტერატურაში მე-11 საუკუნიდან საერო ლიტერატურის ნიმუშები ჩნდება.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს სავლე გიორგის ძე წერეთელი 279 ხმით 40-ის წინააღმდეგ ქუთაისის გუბერნიის მარშლად აირჩიეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ლონდონში არისტოკრატებისთვის დაიბეჭდა ოლივერ უორდროპის მიერ ნათარგმნი 250 ცალი ფერადი ასოებით დაბეჭდილი „სიბრძნე სიცრუისა“. უბრალო მკითხველისთვის წიგნის იაფფასიანი ვერსია გამოსცეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევსევია რობაქიძე სოფ. ძევრის სკოლის მასწავლებელი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე დეპუტატთა ამომრჩევლებად კიტი მხეიძე, დეისმა ჩიჩუა და კალისტრატე კობახიძე დაასახელეს.