ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50450

1912

ტიპი: ავტორობა

იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის ანდერძის მე-6 პუნქტის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ვალდებულია ყოველწლიურად ჰონორარის სახით 100 მანეთი უხადოს აკაკი როსტომის ძე წერეთელს იმ საბავშვო ლექსებისათვის, რომლებიც პოეტმა საგანგებოდ „დედა ენისთვის“ დაწერა მოანდერძის თხოვნით.

1912

ტიპი: ავტორობა

იაკობ გოგებაშვილის ანდერძის პირველი პუნქტის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ვალდებული იყო მოანდერძის მშობლიურ სოფელ ვარიანში დაეარსებინა და გაემართა სანიმუშო დაწყებითი სკოლა: საამისოდ სახალხო განათლების ფონდის გასაძლიერებლად გადადებული ყოველწლიური 600 მანეთიდან 400 ვარიანის სკოლაზე უნდა დახარჯულიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

იაკობ გოგებაშვილის ანდერძის მე-2 პუნქტის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოანდერძის სახელმძღვანელოების შემოსავლიდან ყოველწლიურად 12 თუმანი უნდა ეძლია ეფემიასთვის – იაკობის ქვრივი მოხუცი დისა და მისი ღარიბი ვაჟის – გიორგი (გიგო) ინაურისთვის. ამ უკანასკნელს ეს შემწეობა დედის გარდაცვალების შემდეგაც უნდა მიეღო 10 წლის განმავლობაში.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

იაკობ გოგებაშვილმა თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში დაბანდებული 2000 მანეთი ანდერძით გაუნაწილა დისწულის ვაჟს, მანჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტ კონსტანტინე კასრაძეს (600 მან.), ძმისწულებს – ალექსანდრე ანდრიას ძესა (600 მან.) და შალვა ზაქარიას ძეს, კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტს (800 მან.).

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 მარტს გრიგოლ მაისურაძემ ოლივერ უორდროპს მისწერა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ გამოცემას მიაკვლია, მაგრამ უფულობის გამო ვერ ყიდულობდა. სთხოვა, დაინტერესების შემთხვევაში სწრაფად მიეწერა მისთვის, რომ წიგნი არ დაეკარგა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 მარტს გრიგოლ მაისურაძემ ოლივერ უორდროპს გაუგზავნა „ყარამნიანი“ და მისწერა, რომ იყო სხვა ძველი წიგნებიც, რომელთა შეძენასა და მასთან გაგზავნას უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს წლის 15 მარტს გრიგოლ მაისურაძემ ოლივერ უორდროპს მისწერა, რომ მის მაღაზიაში ბევრი ძვირფასი ნივთი მიჰქონდათ, რომელთა შეძენასაც უფულობის გამო ვერ ახერხებდა, რომ სიძველეების მოსაპოვებლად თვითონაც დადიოდა სოფლებში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დელეგატთა კრებაზე დასასწრებად საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე გაგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ მთავარი გამგეობის N273 მოწერილობის თანახმად, 1912 წლის 3 იანავარს თელავის განყოფილების გამგეობამ ყვარელში ჩაიბარა ი. გ. ჭავჭავაძის მამული და შეადგინა ჩაბარების ოქმი, რომელშიც მამულის სრული ინვენტარი აღწერა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და მდივანი ზ. მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის მუშაობის 1912 წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც, 1912 წელს გამგეობის თავმჯდომარე იყო მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მისი ამხანაგი − ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, მდივანი − ილია პავლეს ძე გორდეზიანი, ხაზინადარი − ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წაიკითხეს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ანდერძი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე მგელაძე, შალვა მიქელაძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ლუარსაბ ბოცვაძემ ბუნდოვანი სურათებისა და ფანრის შეძენის შესახებ, რომლებიც გამგეობის დავალებით დაათვალიერეს და შეაფასეს გიორგი ყაზბეგმა და ლუარსაბ ბოცვაძემ. გამგეობამ მას მოხსენებულ სურათებში 254.07 მანეთი გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფილიპე მგელაძემ წარმოადგინა კალისტრატე გოგუას მიერ შემოწირული სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის ხელნაწერი. გამგეობამ შემოწირულობა მიიღო და მადლობა გამოუცხადა მას.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ ალავერდის ეპისკოპოსი დავითი და ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ: დეკანოზი ივანე შიუკაშვილი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი და ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ: ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილისა, ნიკიფორე ევსევის ძე მამინაიშვილი და ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავრა 1912 წლის გამგეობის მუშაობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილებას 1912 წელს ჰქონდა ერთი სკოლა. ოქმს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ წევრთა სია გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წელს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ ბერეჟიანი, თამარა რევაზის ასული ლიონიძისა, დავით დიმიტრის ძე ლიონიძე, იოსებ ადამის ძე ქობულაშვილი, ილია პავლეს ძე გორდეზიანი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ანასტასია რაფიელის ასული კახიძისა, ილია სპირიდონის ძე გოგოლაშვილი, მღვდელი დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილი, კაპიტონ დიმიტრის ძე ბაქრაძე და ივანე ზურაბის ძე ბარკალაია.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: მართა მიხეილის ასული კრუპენიკოვისა, ნიკოლოზ გიორგის ძე მრევლიშვილი, გარსევან პავლეს ძე კურდღელაშვილი, მიხეილ ქაიხოსროს ძე ბაქრაძე, დავით პეტრეს ძე ლუკაშვილი და ვასილ ბესარიონის ძე კახიძე.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ წევრთა სია: მოსე გიორგის ძე კულულაშვილი, გიორგი ისაკის ძე ჩხუბიანაშვილი და იოსებ ხუციშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ნინო ხარიტონის ასული მთვარელიშვილისა, მარკოზ თევდორეს ძე კევლიშვილი, იოსებ ქიტესას ძე მარკოზაშვილი და სვიმონ თევდორეს ძე მუმლაური.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: გიორგი მიხეილის ძე ტატიშვილი, მიხეილ ხომიზურაშვილი, ანტონ პავლეს ძე მაისურაძე, სპირიდონ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი და ილია ხარიტონის ძე ხინჩიკაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: დავით გიორგის ძე აბელაშვილი, გიორგი იოსების ძე გაბიტაშვილი, სერგო ზაქარიას ძე მეღვინეთუხუცესი, ანა ედიშერის ასული რეზნიკოვისა და რომანოზ მიხეილის ძე კურდღელაშვილი.