ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1912

ტიპი: ავტორობა

სარგის კაკაბაძეს 1912 წელს გამოცემულ ნაშრომში „სჯულმდებელი ბაგრატ კურაპალატი“ მოყვანილი აქვს ცნობები ნიკორწმინდის საეპისკოპოსოს შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს „ნაკადულმა“ გამოსცა ალექსი მირიანაშვილის საბავშვო მოთხრობათა კრებული „იგავ-არაკნი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მეორედ გამოსცა იაკობ ფანცხავას თარგმნილი ფერიერის „დარვინიზმი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს ალექსი მირიანაშვილმა გამოაქვეყნა საბავშვო მოთხრობები „იგავ-არაკნი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს გამოიცა არტემ ახნაზაროვის ლექსების კრებული.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძემ ბათუმის საქალაქო სასწავლებელი დაამთავრა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლიდან იბეჭდებოდა არტემ ახნაზაროვის მიერ თარგმნილი პუშკინის რომანი ლექსად „ევგენი ონეგინი“.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს შალვა ქარუმიძემ მოსკოვის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლიდან შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე ქართულ გიმნაზიაში, დედათა საოსტატო სემინარიასა და დედათა ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

ვლადიმერ გიორგის ძე ჯიბლაძე 1912 წელს მესამედ დაატყევეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

ანანია სალუქვაძის მიერ შექმნილი ჯარისკაცთა საორგანიზაციო წრის პირველი კრება 1912 წელს მოიწვიეს.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912-17 წლებში გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი არმავირში ცხოვრობდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912-17 წლებში გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრესაში ბეჭდავდა სტატიებს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს მოსალოდნელი დაპატიმრების შიშით თევდორე კიკვაძემ სასწრაფოდ დატოვა ოზურგეთი და თბილისში გაემგზავრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს თევდორე კიკვაძე მისი მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ ოზურგეთის პოლიციის ბოქაულმა, იპოლიტე გრიგოლაშვილმა გააფრთხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ოლივერ უორდროპმა საზოგადოებას წარუდგინა მარჯორის მიერ პროზაულად თარგმნილი „ვეფხის ტყაოსანი“.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-1916 წლებში ივანე ყაზბეგი 1-ელ დივიზიონს მეთაურობდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

ვლადიმერ ივანეს ძე ახვლედიანი 1912 წლიდან იყო სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ზაქარია ყიფშიძეს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის მარანი წარმოადგენდა ქვით ნაშენ უზარმაზარ შენობას, რომელსაც გადახურვა არ ჰქონდა. შიგნით ჩრდილოეთის კედლის გაყოლებაზე იყო ორგანყოფილებიანი საწნახელი, დაახლოებით ასი საჟენის სიგრძეზე – ქვევრები. მარნის ჭიშკარი ჩამონგრეული და შესაკეთებელი, სახურავი დასადგმელი, აღმოსავლეთის მხრიდან, წისქვილის არხიდან ნაგებობაში წყალი შემოდიოდა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ძველ კარ-მიდამოსთან მდებარეობდა ხის პატარა სამზარეულო და საქათმე. გადაქანებული ნაგებობა ასაღები იყო, რადგან იქაურობას ამახინჯებდა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამული მდებარეობდა სოფელ ყვარლის სამხრეთ ნაწილში მთავარ გზასთან, რომელიც გზატკეცილიდან სოფლისაკენ მიემართებოდა. მამულს მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა გააჩნდა. ნაგებობების გარშემო აუთვისებელი მიწის სიმრავლე იმის შესაძლებლობას იძლეოდა, რომ მამული სხვადასხვა მიზნისთვის გამოეყენებინათ. მაგალითად შეიძლებოდა სხვადასხვა სამიწათმოქმედო ღონისძიების ჩატარება, ხეხილის გაშენება, ამერიკული ჯიშის ვაზის გამრავლება, მთავარ გზასთან ნაგებობების ჩადგმა და გაქირავება, მათი გამოყენება სავაჭრო დახლებად და სხვ. შეკეთებულ წისქვილს შეიძლებოდა კარგი შემოსავალი მოეტანა წყლის სიუხვისა და ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო. ზოგადად, იმ დროისთვის მიტოვებული ტერიტორია საიმედო, გამოცდილი მეპატრონის ხელში და გაუმჯობესების, განახლების პირობებში ადვილად შეიძლებოდა გამხდარიყო შემოსავლის საუკეთესო წყარო. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში, კოშკთან, მდებარეობდა ხის ღობით შემოფარგლული სათბური, საკმაოდ კარგად შემონახული. ეზოს გაყოლებაზე აღმოსავლეთის მხრიდან, ძველი კარ-მოდამოდან გზამდე და სამხრეთის მხრიდან, ეკლესიიდან ეზომდე გადაჭიმული იყო ბოსტანი და ხეხილის ბაღი, ხეხილის 50 ნარგავით. დასავლეთიდან ტერიტორია შემოზღუდული იყო ქვის კედლით, მეორე მხრიდან – გახსნილი. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.