რეგისტრირებული ფაქტები50135
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა, წარადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 26 აპრილამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ა. იაშვილს წიგნების ანგარიშში გადასცა 2.24 მან., მიხეილ ნემსაძეს — 37.38 მან., ია კარგარეთელს — 2.30 მან., ზალდასტანიშვილს — 2.20 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-20 სხდომას ესწრებოდნენ: შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე განიხილეს პავლე საყვარელიძის თხოვნა მოწერილი რიგიდან, რომ გამგეობას მისთვის საქართველოს შესახებ რუსულენოვანი წიგნები გაეგზავნა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე გამგეობას მიმართა გლდანის სკოლის გამგემ, რომ წიგნებით დახმარება სჭირდებოდათ. გამგეობამ სკოლას 5 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძესა და ალექსანდრე მდივანს იმ პირთა სიის შედგენა დაავალა, რომლებსაც სკოლების რევიზიის ჩატარება შეეძლოთ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ალექანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც წარმოადგინეს აბაშის ბიბლიოთეკის თხოვნა წიგნების უფასოდ ან ნაკლებ ფასად გაგზავნის თაობაზე. გამგეობამ მათი თხოვნა გადაუგზავნა სენაკის განყოფილებას და ასევე დაადგინა, ეცნობებინათ ყველა ბიბლიოთეკისთვის, რომ თავდაპირველად შუამდგომლობით მიემართათ ადგილობრივი გამგეობისთვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა, იაზონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას ფილიალის წარდგენილი დოკუმენტაციის სია (1909-1910 წლების ანგარიში, 1911 წლის ხელნაწერი ანგარიში, 1912 წლის ხარჯთაღრიცხვა) გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 აპრილს იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში გამართულ საღამოზე სიტყვით გამოვიდა ვაჟა-ფშაველა კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანთან, ვასო ალექსის ძე აბაშიძესთან და იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილთან ერთად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრმა, ნიკიფორე მამინაიშვილმა დაადასტურა, რომ თელავის წიგნის მაღაზიამ ნამდვილად ჩაიბარა ილია ჭავჭავაძის წიგნები.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ელ მაისს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და ფილიპე გოგიჩაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 47 100 მანეთის ღირებულებანი გადასცეს, რომელთა ერთი ნაწილი შესანახად სამეურნეო ბანკში შეიტანეს, ხოლო მეორე – სახელმწიფო ბანკში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ მაისს თევდორე კიკვაძეს მოულოდნელად შეატყობინეს მის დასაპატიმრებლად ქუთაისიდან ორი ჟანდარმის ჩამოსვლის შესახებ.
1912
ტიპი: სტატუსი
1912 წლის 2 მაისს იაკობ გოგებაშვილმა გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძისისათვის ნაკარნახევ ანდერძში თავისი ნების აღმასრულებლებად ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი დაასახელა.
1912
ტიპი: ღონისძიება
იაკობ გოგებაშვილის ანდერძის წერილი 1912 წლის 2 მაისს მოანდერძის კარნახით ჩაიწერა გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ. ანდერძის შედგენასა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერას ესწრებოდნენ მოწმეები – გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 მაისისათვის ალექსი პეტრეს ძე ჭანტურია და პეტრე მიხეილის ძე დგებუაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ. განყოფილებას იმ დროისთვის 4 ბიბლიოთეკა ჰქონდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წევრებად იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე მგელაძე მიიწვია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 მაისს ზუგდიდის ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარებული კრების ოქმი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გაუგზავნა ევგენი შენგელაიამ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფს გაუგზავნა ფულის მიღების კვიტანციები. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფს შეატყობინა, რომ საზოგადო კრების გამართვიდან მეორე დღეს მთავრობასთან აღიძვრებოდა შუამდგომლობა ზუგდიდის განყოფილების დამტკიცების თაობაზე. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფს შეატყობინა, რომ მაისის ბოლოს შედგებოდა საზოგადო კრება, სადაც საზოგადოების წევრებად მიიღებდნენ ზუგდიდელებს. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ სოკრატე ივანეს ძე კეშილავას ამცნო, რომ გამგეობამ მიიღო ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა მიერ გამოგზავნილი 90 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფს შეატყობინა, რომ საზოგადოების წესდება ზედმიწევნით უნდა შესრულებულიყო. სხვაგვარად განყოფილების გახსნის ნებას არ მისცემდნენ. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფს შეატყობინა, რომ ზუგდიდის განყოფილების გახსნა ივნისამდე ვერ მოხერხდებოდა, სანამ გუბერნატორისგან შესაბამისი საბუთი არ მოვიდოდა. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.