ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სამსახური დატოვეს სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის შემდეგმა წევრებმა: პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილმა, დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილმა, ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა და ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა მოლიერის ხუთმოქმედებიანი პიესა „კრიჟანგი“ (ძუნწი).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ფრანგი მოგზაურის, პეისონელის „მოთხრობა სპარსეთისა და საქართველოს არეულობის თაობაზედ“. წიგნი 1754 წელს პარიზში „გამოკვლევა სპარსეთისა და საქართველოს არეულობაზე“ სახელით გამოვიდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10) დაიბეჭდა ელენე მამულაშვილის მიერ თარგმნილი „საძაგელი იყო (მოთხრობა ჩეხურის ცხოვრებიდამ)“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 9-10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა „ბიბლიოგრაფია“. (ძველ ბერძენ და რომაელ მწერალთა მიერ მოძიებული შრომები კავკასიის შესახებ, რომელიც შეკრიბა და თარგმნა კ. განმა).

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10) დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის წერილი „დამოკიდებულება ბიზანტიასთან საზოგადოდ და მე-10 საუკუნეში, კერძოდ.“

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10) დაიბეჭდა არტურ ზუტნერის (სუტნერი) პუბლიკაცია „უცხოელის აზრი „ვეფხისტყაოსანზე“ (პოემის თარგმანის გამო ფრანსიულ ენაზე)“. წერილი ი. მეუნარგიას „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ თარგმანს ეხებოდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N9-10) დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის წერილი „ქართული საეკლესიო ხელნაწერები ხელოვნების მხრით“, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახარების მოძღვრება საქართველოში მეოთხე საუკუნეში შემოიტანეს. ამ დროიდან დაიწყეს ქართველებმა სირიული და ბერძნული ენებიდან საღვთო წერილის თარგმნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გამგე-კომიტეტმა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გააკეთა მოხსენება, რომ კომიტეტმა სასწავლებლისთვის საკუთარი შენობის ასაგებად ს. ბებუთაშვილისა და მისი დის, ნატალია ალექსანდრეს ასული ხერხეულიძისაგან შედარებით მცირე ფასში (20 000 მ.) შეიძინა 6 დესეტინა მიწა იმ პირობით, რომ ორი დესეტინა მომავალი დედათა სასწავლებლისთვის უნდა დაეთმო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გრიგოლ აბაკელია მთარგმნელად მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრმა, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახოვმა სამსახური დატოვა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრმა ლევან ლევანის ძე ჩერქეზიშვილმა სამსახური დატოვა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სამსახური დატოვეს სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის შემდეგმა წევრებმა: რაფიელ დავითის ძე ერისთავმა, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილმა, ა. ი. კობიაშვილმა, პავლე იოსების ძე ყიფიანმა და გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის საქალაქო არჩევნებზე კარლო ჩხეიძის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საქალაქო არჩევნებში ევგენი გეგეჭკორის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ამბროსი ხვინგია ვაჭარი იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ღირებულება ერთი წლით 9 მანეთსა და 50 კაპიკს შეადგენდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N25) რუბრიკაში „ქართული თეატრი“ წერდა, რომ ბანკის თეატრში დავით აწყურელი წაიკითხავდა სცენებს დ. მაჩხანელის (ნადირაძე) თხზულებიდან „ძმური სიტყვა“. მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, თამარ ლეონიძისა, ნინა ლორის-მელიქოვისა, ნიკოლოზ ერისთავი (ტყვიაველი) და მიხეილ ცაგარელი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღის მაზრაში მემამულეებმა ამომრჩევლებად კონსტანტინე ტყავაძე და ნიკოლოზ ტურიაშვილი დაასახელეს.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წელს ქუთაისში ამბროსი ხვინგია გაზეთ „იმერეთის“ ნომრებს ყიდდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საქალაქო არჩევნებზე ევგენი გეგეჭკორის მომხრეებმა 2121 ხმა მიიღეს, კიტა აბაშიძისებმა – 1226, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კი – 34.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთში „ივერია“ დაიბეჭდა ცნობა აკაკი წერეთლის ლიტერატურული მოღვაწეობის 30 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო საღამოს მზადების შესახებ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N25 რედაქტორი, ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ დრამატული საზოგადოების ბალზე მოსალოდნელზე ნაკლები ხალხი მივიდა, მაგრამ საღამომ მაინც მხიარულად ჩაიარა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ (N25, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ცნობა თბილისში, ვერის ხევში, მიხაილოვისა და გოლოვინის გამზირზე, წყლის გაყვანის შესახებ.