რეგისტრირებული ფაქტები47453
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქუთაისში ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ვასილ ბეჟანეიშვილთან და თომა მთავრიშვილთან, გორში – არსენ კალანდაძესთან, ბათუმში – მათე ნიკოლაძესთან და პავილიონში გერ. კალანდაძესთან, თელავში კი – მიხეილ ცისკარიშვილის აფთიაქში.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს გურიაში ჩამოყალიბდა სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალი“, 1897 წელს ასეთივე ამხანაგობა გიორგი ჩიჩუას თაოსნობით სამეგრელოშიც დაარსდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მოახსენა პარლამენტს, რომ ნორვეგიაში მყოფ ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის ელჩებმა თანაგრძნობით მიიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ნოტა და გაუგზავნეს თავიანთ მთავრობებს დადებითი დასკვნით. დარბაზი ოვაციით შეხვდა ამ მოხსენებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გაზაფხულზე ხალხის ბრბომ გაანადგურა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილის მეურნეობა სოფელ სატივეში; მოანგრიეს ღობეები, გადათელეს ვენახი და ბაღები, რომლის ადგილასაც იმჟამად სოფლის ნახირი დადიოდა.
1900
ტიპი: თანამდებობა
გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის თავად-აზნაურთა მარშლობამდე (1900-1910) იყო ქართლ-კახეთის მარშალი. 1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, მისი ნაყოფიერი მუშაობის შედეგია კახეთის რკინიგზა, ელექტრონის სადგური, საადგილმამულო კომიის მუშაობა და სხვ.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით ივანეს ძე ლეონიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ კაცხში მდებარე 66 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკობ ნიკოლაძემ ეგნატე ნინოშვილის ძეგლის გაკეთება დაასრულა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ ცუცუნია ღოღობერიძის საქმე განიხილა და ბრალდებული გაამართლა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტრიფონ ჯაფარიძის წიგნის „ახალი ათონის“ მოკლე აღწერა სამ შაურად იყიდებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე ქიმიის პროფესორად პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი მიიწვიეს. იგი შემოთავაზებაზე დათანხმდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ცუცუნია ღოღობერიძეს თავისი ქმრის, გიორგი ერმილეს ძე ღოღობერიძის, მოკვლას აბრალებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თელავში მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე კარლო ჩხეიძის მომხრემ გაიმარჯვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნები დეკემბერში უნდა გამართულიყო. თავად-აზნაურთა ერთმა ჯგუფმა ამ თანამდებობაზე ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილის დასახელება გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოს ტერიტორიაზე გამუდმებით ქმნიდნენ პრობლემებს. უორდროპი ცდილობდა, დავა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად მოეგვარებინა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში (მაისი-ივნისი) მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ 10 ივნისს სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა ალექსანდრე გარსევანიშვილმა. რევიზიის დროს სკოლაში გამოცხადდა 26 მოსწავლე, 10 ვაჟი და 16 ქალი, 1-ლი განყოფილებიდან – 10, მე-2 განყოფილებიდან – 13, მე-3 განყოფილებიდან 16 მოსწავლე.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ თონეთის სკოლას სწავლის დამთავრებამდე მოაკლდა მოსწავლეები: 10 მოსწავლე სრულიად გავიდა, ან სამუშაოდ გავიდა მარტის პირველ რიცხვებშივე. I განყოფილებიდან გავიდა 7 სრულიად, 3 ავადმყოფობის გამო და დანარჩენი დედის დასახმარებლად. II განყოფილებიდან – 2 სრულიად გავიდა და 3 სამუშაოდ, III განყოფილებიდან – 1 გავიდა სამუშაოდ. მაისში სკოლაში დადიოდა მხოლოდ 35 მოწაფე: I განყოფილებაში – 15, II განყოფილებაში – 17 და III განყოფილებაში – 3.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის ნოემბერში ს. რ. ბუაჩიძე სოფ. ლეღვნის სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა.