ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 22 აგვისტოს ილია ქუთათელაძე დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგედ დაინიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ილია ქუთათელაძე დიდ ჯიხაიშში მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ლეღვნის სკოლაში, რომლის მასწავლებელიც იყო ს. რ. ბუაჩიძე, 130 მოსწავლე სწავლობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 1898 წელს სოფ. ლეღვანში დაარსდა ერთკლასიანი სამინისტრო სასწავლებელი, რომლის მასწავლებლადაც შემდგომ მ. გ. დეკანოსიძე დაინიშნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აპალონ ანდღულაძეს ცუცუნია ღოღობერიძესთან ინტიმური ურთიერთობის გამო გიორგი ერმილეს ძე ღოღობერიძის მოკვლას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მ. გ. დეკანოსიძემ სოფ. ლეღვნის სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე მოსახლეობას სკოლისთვის მეორე შენობა აყიდინა. შენობა 800 მანეთამდე დაუჯდათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილმა ილემის სახალხო სამკითხველოს 3 წიგნი შესწირა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა მიტროფანე ლაღიძის წერილი თედო სახოკიას რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანი ილემში მისივე დაარსებული სახალხო სამკითხველოს გამგე იყო. 

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ივნისის გაზეთ „კვალის“ საშუალებით ილემის სამკითხველოს გამგემ, დიმიტრი ზურაბის ძე მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 23 ქართული წიგნის შეწირვისათვის.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის აგვისტომდე მარიამ ალექსანდრეს ასული ლორთქიფანიძისა დიდი ჯიხაიშის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგე იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ევსევი გიორგის ძე ლოსაბერიძე ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა აკაკი პაპავას ნაშრომი „შენიშვნები სამშობლო ლიტერატურაზე“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში თბილისის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 900 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსი სიმონის ძე კობახიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბალახვანის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 455 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ჰყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანტონ სიმონის ძე გეგელაშვილს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ბალახვანის ქუჩის შესახვევში მდებარე ორსართულიანი სახლი და 439 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ორპირის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 190 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ივანეს ძე აბაშიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში თბილისის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, ბაღით და 1314 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს სოლომონ ლორთქიფანიძე სტუდენტი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს პლატონ წულუკიძე ბათუმის სკოლის პედაგოგი იყო. 

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ბათუმის სკოლის მასწავლებელი პლატონ წულუკიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ, მის ნაცვლად კი ივლიანე გოგოლაშვილი დაენიშნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას სტატია „ქართველი მოწაფენი საშუალო სასწავლებლებში“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, კავკავის სკოლის მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს გ. წულუკიძე მეტეხის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს გრიგოლ ბიბლიანცი მეტეხის სკოლაში გ. წულუკიძის ნაცვლად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა, მაგრამ მან განაცხადა, რომ ქართული კaრგად არ იცოდა, ამიტომ ვერ შეძლებდა მის სწავლებას.