რეგისტრირებული ფაქტები47453
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: ევსევი დავითის ძე თოდუა, გიორგი ნიკოლოზის ძე რუხაძე, კონსტანტინე დავითის ძე წერეთელი, ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთელი და ნაპოლეონ სოლომონის ძე წერეთელი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი თეიმურაზის ძე ნანეიშვილი, ელენე ბარამის ასული ნანეიშვილისა, თამარ დარისპანის ასული ნემსაძე, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ოთხმეზური და ეკატერინა ზაქარიას ასული ოთხმეზურისა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: ნესტორ ეგნატეს ძე კიკალიშვილი, კონდრატი ბაგრატის ძე კოკაია, გიორგი ესტატეს ძე ლომაძე, მიხეილ ესტატეს ძე ლომაძე და გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: რებეკა ისაიას ასული ვაშაძე-გამსახურდია, მარიამ ვლადიმერის ასული ვოლსკისა, ჯიბრაილ დავითის ძე იაშვილი, სერგო ზაქარიას ძე ისაიევი და სვიმონ ლავრენტის ძე კაციტაძე.
1922
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ელისაბედ, ეფემია, ნინო ბესარიონის ასული და დავითის ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილები იყვნენ და–ძმანი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ, ეფემია და ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილების თხოვნა გამოეყოთ მიწა ძმის, დავით ხელთუფლიშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
1830
ტიპი: გარდაცვალება
1830 წლის 9 სექტემბრის უმაღლესი ბრძანებულებით ქართული ბატალიონის გარდაცვლილი მეთაური, პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი გარნიზონში მომსახურეთა სიიდან ამოიღეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში, თერჯოლის რაიონში მდებარე 7 დესეტინა და 2100 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებათა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი ქართული ბატალიონის მეთაური იყო.
1830
ტიპი: გარდაცვალება
1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებათა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა ქართული ბატალიონის მეთაური, პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობამ სასწავლებლის მმართველობის წევრებად აირჩია სოლომონ ფირანოვი და იოანე შიუკაშვილი, ხოლო მათ კანდიდატებად ი. ლაშხაუროვი და გიორგი მრევლიშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ ალექსანდრე გარსევანიშვილის დანიშვნის საკითხი ნაცვლად სიმონ ღოღობერიძისა, რომელმაც სამსახურს თავი დაანება.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 15 ივნისს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა თხოვნა, რომელშიც აცნობებს, რომ პირადი მიზეზების გამო 1-ლი სექტემბრიდან ვეღარ განაგრძობს სამსახურს და ამიტომ გამგეობას განთავისუფლებას სთხოვს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სიმონ ღოღობერიძეს და სთხოვა, რაც შეიძლება მალე გაეგზავნა მისდამი რწმუნებული სკოლის მდგომარეობის ანგარიში და გასული წლის გასავალი, რადგან საზოგადოებას წლიური ანგარიში უნდა შეედგინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მოახსენა მთავრობას, რომ შვედეთმა, დანიამ და შვეიცარიამ ფაქტობრივად ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლები დანიშნეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 27 ივლისს დიდოელებზე გამარჯვებული გიორგი ჯორჯაძე კახეთში დაბრუნდა. ჯარის დაბრუნების შემდეგ ქართული მილიცია დაიშალა და რუსის ჯარიც სხვადასხვა ადგილას გაგზავნეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 22 ივლისს ჯარი, თანახმად მოსული განკარგულებისა, ორად გაიყო: თავადი ნაკაშიძე თავისი ჯარით დაღესტნისკენ გაემგზავრა, ხოლო გიორგი ჯორჯაძე – კახეთისკენ.
1897
ტიპი: ავტორობა
1896-97 სასწავლო წლის მაისი-ივნისის ანგარიშში მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში შემდეგი წლისთვის ტოვებს წიგნებს და რვეულებს, შეცდომით გამოგზავნილ რვეულებს აბრუნებს უკან გამოსაცვლელად. რადგან ბევრი სკოლაში წიგნების მისაღებად შემოდიოდა და შემდეგ სკოლას ტოვებდა, ამის გამო მან გადაწყვიტა, „ბუნების კარი“ და სხვა წიგნებიც გარდა „დედაენისა“ საკუთრებაში არ მიეცათ მოსწავლეებისთვის, ან უკან გამოერთმიათ. 12 ცალი უხმარი „ბუნების კარი“ სკოლაში ინახებოდა , რადგან იმ წელს მე-3 განყოფილებაში ბევრმა არ გააგრძელა სწავლა.