ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „თბილისის გაქართულება“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ივანე ციციშვილის წერილი „სომეხ ლტოლვილთა კოლონიზაცია“.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის პირველი დეკემბრის „სახალხო საქმის“ მიხედვით ეკატერინე და ანასტასია იაკობის ასული ნიკოლაძეები იყვნენ დები.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია „დიდოელების არეულობა და კახეთი“.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ელ სექტემბერს გენერალ ლორის მელიქოვს მუხტარ ფაშას ადგილმდებარეობის თვალთვალის დროს მცირე შეტაკება მოსვლია ოსმალებთან, რომლის დროს ჩვენი ერთი ჯარისკაცი მოუკლავთ და 23 დაუჭრიათ.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 6 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი მოსკოველი მეგობრისადმი. ავტორი აღნიშნავს, რომ კოლეგიის რეგისტრატორ დავით გრიგოლის ძე ერისთავთან უნახავს ძველი საბუთი, ქსნის ერისთავებს რომ ეკუთვნოდა, რომლის მიხედვითაც ოსეთის მიწები ქსნის ერისთავებისთვის გადაუციათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევის უარის შემდეგ თავად შეადგინა ახალი განჩინება, რომლის თანახმად სასწავლებლის სახლების გასამართად სასულიერო პირებს თანხის შეწირვა აღარ ევალებოდათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევს მოსთხოვა 9 იანვარს შემდგარი დადგენილებიდან ამოეღო ის მუხლი, რომელიც სასწავლებლის სახლების გასამართად თანხის შეწირვას ეხებოდა, რაზეც ხელაევმა უარი განუცხადა თავმჯდომარეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 იანვარს თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობაზე დაადგინეს: 1) ადგილობრივი ოლქის სამღვდელოებისგან ხელახლა ამოერჩიათ სასწავლებლის გამგეობის ახალი წევრები; 2) გაენახლებინათ სასწავლებლის ბიბლიოთეკისთვის 10 შაურიანი შეწირულობა 3 წლის ვადით; 3) სასწავლებლის გამგეობისთვის სახლების გასამართად გადაეცათ 1600 მანეთი; 4) მასწავლებელ დ. ბერძენოვისთვის ჯამაგირი გაეზარდათ 100 მანეთით; 5) მღვდელ ი. ლაშხაუროვისთვის უარი გამოეცხადებინათ სასწავლებლის სასარგებლოდ ხარჯიდან განთავისუფლებაზე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 იანვარს გაიმართა თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს თიანეთის მღვდელი ს. ბოდაევი, ხოლო საქმისმწარმოებლად მიხეილ ხელაშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეექვსე ნაწილი.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თომა ტურიაშვილი (ტურიევი) თბილისის სემინარიაში პედაგოგად მუშაობდა.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წლის 19 სექტემბერს ჩატარდა თელავის მაზრის სამღვდელოების საერთო ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ მღვდელი ლაზარე ტურიაშვილი აირჩიეს.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ თბილისის გიმნაზიის დირექტორი იყო გრუბერი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისში ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიიის გახსნას, მისი მოქმედების არეალსა და პერსპექტივებს. სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფულს უხდიდა იმ მშობლებს, ვისაც თავიანთი შვილები თბილისის გიმნაზიაში ჰყავდა მიბარებული, განათლების საქმე ამით დიდად არ განვითარებულა. ამ აზრს გამოეხმაურა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკი თავისი შენიშვნით, სადაც წერდა, რომ მშობელთა „წახალისების“ წესი გაუქმებული ყოფილა, ხოლო ამიერკავკასიაში სასწავლებელთა კეთილმოწყობამ თბილისის გიმნაზიის დირექტორის, გრუბერის დიდი ძალისხმევისა და ზრუნვის შედეგად, ერთი-ორად გაზარდა ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა ასეთი ტიპის დაწესებულებათა მიმართ.

1886

ტიპი: თანამდებობა

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის 1886 წლის 6 მარტის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა სოლომონ ზანდუკელი.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მუშაობის ანგარიშის მიხედვით პარმენ გიტოს ძე ჭანიშვილი ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება, რომელზეც პარლამენტის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი. პირველი და მთავარი საკითხი საქართველოს რაიონებში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის აუცილებლობას ეხებოდა. ასევე განიხილეს კანონ-პროექტი, რომლის მიზანი იყო, მოქალაქეთა ფულადი დახმარება და გარკვეული სესხის გადაცემა თბილისის თვითმმართველობისათვის, რომელიც ქალაქის ხარჯებისთვის იყო საჭირო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე ივანეს ძე გამრეკელი, ივანე მიხეილის ძე გომელაური, ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ვიქტორია დიმეტრეს ასული დეკანოზიშვილისა და ბესარიონ იაკობის ძე ვაშაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სხდომის ოქმის მიხედვით, კრებამ თავმჯდომარედ სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე დაასახელა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სხდომის ოქმის მიხედვით თავმჯდომარე ივანე აბაშიძემ თანამდებობაზე უარი განაცხადა.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ჭიათურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: სევერიანე სპირიდონის ძე ჩიქოვანი, ილია ზურაბის ძე აბაშიძე და ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთელი.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ირაკლი გიორგის ძე დეკანოზიშვილი ჭიათურის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა ჭიათურის განყოფილების მდივანი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარე იყო.