ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50017

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ და დიმიტრი ყიფიანმა დიმიტრი ყაზბეგს შესთავაზეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გამხდარიყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის ივნისის დასაწყისში გამოიცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, რომელშიც შეტანილი იყო ილია ჭავჭავაძის ლექსი „გაზაფხული“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „მული, რძალი და მაშენიკები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველ ივნისს შეიკრიბა კომიტეტი „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“, სადაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე მამაცოვმა წაიკითხა თავმჯდომარის, გიორგი ერისთავის განცხადება გადადგომის შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი ივნისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის ნათარგმნი მოთხრობა „ლონდონის მაწანწალები“, დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 3 ივნისის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატიის „საქართველო“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 ივნისს სიღნაღის მაზრის მოსახლეობასა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა, რის გასარკვევადაც იასე ჭავჭავაძე გაემგზავრა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივნისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის მოთხრობა „პალტო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 7 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ცაგარელი პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართულ ენის პროფესორად მუშაობდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ცაგარელმა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ რუსულად თარგმნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივნისის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატიის „საქართველო“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა ფრაზით: „პირველ თიბათვეს ბერლინში შეიყარა კონგრესი ...“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 ივნისის „დროებაში“ იოსებ ბაქრაძის ფელეტონი „გლეხის საღამო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 ივნისის „დროების“ ცნობით, გაზეთ „ოზბორში“ ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ძველი მეგობრები ახალს კანში“ რუსულად გადაბეჭდეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 ივნისის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონის „მეთვრამეტე საუკუნის მწიგნობრობა საქართველოში“, პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 ივნისის „დროების“ ცნობით, ბაკურციხეში, რევაზ ვაჩნაძის სახლში, ქიზიყში კენჭისყრის ჩატარების გამო მიმდინარე დაპირისპირების განსახილველად სოსიკო ორბელიანი, სიღნაღის უეზდის გამომძიებელი და პროკურორის თანაშემწე იმყოფებოდნენ.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მამაცოვი „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავმა „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ კომიტეტს გიორგი ერისთავმა საწევრო თანხა 10 თუმანი და რუსულ ენაზე დაბეჭდილი წესდების 800 ეგზემპლიარი საჩუქრად გამოუგზავნა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, სერგეი სტრელეცკიმ მასწავლებელთა საერთო კრების შესახებ, რომელიც აგვისტოს ბოლოს გაიმართებოდა, სოფელში მოღვაწე პედაგოგებს წერილით აცნობა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 ივნისის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონის „მეთვრამეტე საუკუნის მწიგნობრობა საქართველოში“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 ივნისის „დროებაში“ არჩილ ჯორჯაძის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე სამურზაყანოს მაზრისა და პოლკის უფროსი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 ივნისის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის სტატია „ახალქალაქი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 ივნისის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავის მიერ შედგენილ მცენარეთა ლექსიკონს კავკასიის სამეურნეო საზოგადოება ხელმეორედ ბეჭდავდა.