რეგისტრირებული ფაქტები51824
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. მოხსენებაში ვართაგავამ აღწერა თელავის სკოლის ქონება, რომელშიც შედიოდა: ქალთა სასწავლებლისგან დროებით ნათხოვარი საბავშვო მაგიდა, მასწავლებლებისთვის შეძენილი მეორე მაგიდა, დაფა და სურათების მისაყუდებელი (ორივე შემოწირული), სამრეკლოსგან დროებით ნათხოვარი საანგარიშო, მკავი, გრძელი სკამი, ნაგვის ყუთი, ბავშვების ტანსაცმლის საკიდი (ყველაფერი შემოწირული), შეძენილი წყლის კასრი, ცული და სათლი, სასწავლო ნივთები, წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის მიერ შემოწირული სურათები (ფრინველთა, ცხოველთა და საღვთო სჯულიდან), შემოწირული წიგნები: გოგებაშვილის „ასპინძის ომი“, გრიმების ზღაპრები, ეკ. გაბაშვილის მოთხრობები, ელიაშვილის „სამშობლო“, „ბუნების სარკე“, ჯეჯილში დაბეჭდილი ზღაპრები, „მშიერი მგელი“ (ხალხური), ანბანი (ორი ქართული ანბანი და ერთი რუსული, მოძრავი).
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მოახსენა გამგეობას, რომ თელავის სკოლის მასწავლებლის ჯამაგირი 400 მანეთს შეადგენდა. მისთვის ქირაობდნენ სახლს, მას ამარაგებდნენ შეშითა და ნავთით. ამრიგად, მასწავლებელი უზრუნველყოფილი იყო მატერიალურად.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. ლიტერატურაში წაკითხულ იქნა შემდეგი ნაწარმოებები: „მამაცი მგზავრები“, „მე და მხატვარი“ (დედა ენა), „მუქთახორა“, „ოსტატი და შეგირდი“, „სიზმარა“, „ნაცარქექია“, „მეფე და მისი შვილი“, „ჭკვიანი ჩოჩორი“, „ზარმაცი ანდრია (ჯეჯილი)“, „ჭკვიანი ლორდი“, „შალვას თავგადასავალი“, „კოხტას დღიური“, „კეთილი მტერი“, „კურკა“, „ამირანი“, „კანფეტების ფულით“ (ნაკადული), „მებადურის შვილი“ (საკმაოდ ბუნდოვანი ნაწყვეტები რუსული „золотая рыбка"-დან), „გაჩაღდა“ (ნაწყვეტი გაზეთიდან).
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე კოსტავას შეატყობინეს, რომ ქუთაისის ევროპული ტანსაცმლის მაღაზიაში რუსული და ევროპული საქონელი მიიღეს. ტანსაცმელი ფასდაკლებით იყიდებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძემ საჩხერის არჩევნები გაასაჩივრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზესტაფონის არჩევნებში კიტა აბაშიძეს 38 რწმუნებული მიემხრო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 16 სექტემბერს ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე ვარლამ იმნაძემ თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იორდანე მიხეილის ძე გოცაძეს ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს 45 მანეთი მართებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მოსეს ძე ვეკუას ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს 41 მანეთი მართებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აკაკი პაპავამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამართა ლექციები და შესული თანხა – 80 მანეთი ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კანდიდატებად კალისტრატე ჩიკვაიძე და პავლე ჩხეიძე დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფელ თუზში სამინისტრო სკოლას ადგილობრივმა თავადმა პლატონ ლუკას ძე აბაშიძემ მიწა შესწირა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ცნობით, ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის წერილები ახალ ათონში მოგზაურობის შესახებ, რომელიც „კოლხიდაში“ იბეჭდებოდა, ცალკე წიგნად გამოვიდა. წიგნი სამ შაურად უნდა გაყიდულიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ემელიანე ლომთათიძე სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა და ცოლ-შვილს კერძო გაკვეთილებით არჩენდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ საშუალებით, ფოთის მოსახლეობას სთხოვეს, არჩევნებში ეპისკოპოს ლეონიდესა და მიხეილ ესაკიასთვის მიეცათ ხმა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს წვრილ და მსხვილ მემამულეთა წარმომადგენლების არჩევნებზე ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე გააშავეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე 71 მემამულე და ამომრჩეველი გამოცხადდა. ოთხი ამომრჩეველი უნდა დაესახელებინათ. კიტა აბაშიძის მომხრეებმა ოთხი კანდიდატი დაასახელეს, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა – ორი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ონში დეპუტატობის კანდიდატებად აირჩიეს დიმიტრი ალექსანდრეს ძე ყიფიანი, ალექსანდრე იოსების ძე კვიტაშვილი და სიმონ ჯაფარიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ამომრჩევლებად ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელი, იოსებ ალექსანდრეს ძე გუნცაძე, ილია ზურაბის ძე აბაშიძე და ალექსანდრე ხახულის ძე აბაშიძე დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კანდიდატები დაასახელეს, მაგრამ მოგვიანებით თავიანთი კანდიდატები მოხსნეს, რადგან მიხვდნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 29 და 30 სექტემბერს თბილისის დრამატულ დასს გიორგი გვაზავას მიერ თარგმნილი „ანტიგონე“ უნდა წარმოედგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბერს კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ ბაქოში წაიკითხა ლექცია „რა გავლენა იქონია რუსულმა ლიტერატურამ ქართულ ლიტერატურაზე“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძეს რუსეთის საკრედიტო დაწესებულებები წლიურად 15 000 მანეთს უხდიდნენ. ეს ხელფასი მისთვის დეპუტატად ყოფნის დროსაც უნდა დაეტოვებინათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სიმონ ქვარიანი მათი ჯგუფის წევრი იყო. ქვარიანმა ეს ინფორმაცია უარყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ ბერძნულიდან ქართულად თარგმნა სოფოკლეს „ანტიგონე“.