რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 20 აპრილის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი იყო სარევიზიო კომისიის წევრი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ოლღა ილიას ასული სოლოღაშვილი და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 20 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ სარგის ნესტორის ძე კაკაბაძისთვის მიეცათ კორექტურის ანგარიშში წიგნები 20%–ის დაკლებით, საავტორო – 20 ცალის ნაცვლად 30, ხოლო ჰონორარის სახით – 600 ცალი წიგნი წინა კრების დადგენილების თანახმად.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს სარგის ნესტორის კაკაბაძის თხოვნა თავისი წიგნის „საქართველოს ისტორიის“ კორექტურის ანგარიშში მიეცათ წიგნები, ხოლო ჰონორარის ანგარიშში კი – არა 600 ცალი წიგნი, არამედ – 1100 ცალი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ ხარჯების დასაფარად ქაღალდის გაყიდვით საზოგადოება გაკოტრდებოდა და სთხოვეს სესხის აღების უფლება მიეცათ. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ მიმდინარე ხარჯების – მაღაზიის, კანცელარიის და მუზეუმის შტატის შენახვა, წყლისა და განათების ფული, ბინის ქირა, საავადმყოფოს სალაროს პროცენტები და სხვ. – დასაფარად გამგეობის დასტურით, პრეზიდიუმი იძულებული გახდა გაეყიდა საბეჭდი ქაღალდის ერთი ნაწილი. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის წევრები ანაზღაურების სახით გამგეობისაგან მიიღებდნენ წიგნის ნომინალის 20%–ს მხოლოდ ერთი გამოცემისთვის. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის წევრები ვალდებულები იყვნენ სახელმძღვანელოს ორივე ნაწილი შეესწორებინათ პედაგოგიკის თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით და მაისის შუა რიცხვებში დასაბეჭდად ჩაებარებინათ გამგეობისთვის. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ოლღა ილიას ასული სოლოღაშვილი და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 4 აპრილის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 4 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად დაამტკიცეს ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, თავმჯდომარის მოადგილე იყო ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძის ნაცვლად სხვა კანდიდატის არჩევის საკითხი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის ერთდროული დახმარების სახით მიეცათ ორი მილიონი მანეთი მამის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად.