რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის გასამრჯელოს გაზრდის საკითხი მიენდოთ პრეზიდიუმისთვის და დასკვნა წარედგინათ გამგეობისთვის. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ წიგნის გამომცემელ საზოგადოება „მერანისთვის“ ეთხოვებინათ წიგნების თაროები გამგეობის მიერ პირველივე მოთხოვნაზე დაბრუნების პირობით. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და პავლე დავითის ძე საყვარელიძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 10 თებერვალს გამართГДШ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის თვეში ორ–ორი ფუთი სიმინდი მიეცათ პურის ფულის სანაცვლოდ. დადგენილებას ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის დადგენილება, რომ მოსამსახურე პირებისთვის პურის ნაცვლად უნდა მიეცათ სიმინდი, რაც ნაყიდი ჰქონდათ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ მთავარი გამგეობის მიერ ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებული მ. წიფურია ვერ შეუდგა მოვალოების შესრულებას, რადგან არ მიუღია თანხმობა დირექტორისგან. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების ოქმის მიხედვით გამგეობის წევრი იუსტინა კობახიძე ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელზეც გამგეობის წევრობის კანდიდატად 19 ხმით აირჩიეს პეტრე კედია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების ოქმის მიხედვით გამგეობის წევრები ნიკო ბუკია და გიორგი ხერხეულიძე სხვაგან გადაუყვანიათ სამუშაოდ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების ოქმის მიხედვით გამგეობის წევრი ანდრია პატარაია ომში იქნა გაწვეული.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა, ბარათებით დაესახელებინათ გამგეობის ოთხი ახალი წევრი და ერთი წევრობის კანდიდატი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. აქვსენტი ფაღავას წინადადებით კრებამ იმსჯელა თბილისის თეატრის დაწვით საზოგადოებისთვის მიყენებულ ზარალზე და განყოფილების გამგეობას დაავალა სათეატრო ფონდისთვის ფულის შეგროვება. კრების გადაწყვეტილებით ნებართვასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან სირთულეების თავიდან ასაცილებლად ზუგდიდელებს მთავარი გამგეობისთვის უნდა მიემართათ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩიეს: ლუკა გვასალია, სანდრო მესხია, იაგორ სანიკიძე და ილია პირტახია.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე ხარჯების დასაფარად შესაძლებელი იყო გაეყიდათ 9 ნივთი, რომლებსაც ისტორიული ღირებულება არ ჰქონდა: ბეჭედი, საათი, საბურნუთე, ქინძისთავი და საყურეები.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 17 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 17 მარტს გამართული ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.