რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს გამგეობას ჰქონდა 17 სხდომა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1912 წელს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ეკატერინე მალხაზის ასული კედია, მარიამ ივანეს ასული ჟორდანია, მიხეილ პეტრეს ძე პატარაია და ილარიონ ვატას ძე მიქელაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მისი ამხანაგი – კლიმენტი დავითის ძე ლორთქიფანიძე, მდივანი – ივანე იულონის ძე ოსიძე, ხაზინადარი – ბაგრატ კონსტანტინეს ძე უგულავა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს ბიბლიოთეკების შესანახად განყოფილებამ დახარჯა 26 მან. 35 კაპ., ხოლო სხვადასხვა ხარჯი შეადგენდა 39 მანეთსა და 57 კაპიკს. სულ 1914 წელს დაიხარჯა 65 მან. 92 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით წინა წლის ნაშთი შეადგენდა 583 მანეთს, შენახული თანხა – 13 მანეთსა და 82 კაპიკს, საწევროს სახით შემოვიდა 321 მან., საღამოებიდან, წარმოდგენებიდან და სეირნობიდან – 709 მან. 50 კაპ., სხვადასხვა წყაროდან – 54 მან. 50 კაპ. სულ 1914 წელს განყოფილების სალაროში შემოვიდა 168 მან. 82 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1913 წლის იანვრისთვის განყოფილებაში სულ იყო 102 წევრი. 1914 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა 57 წევრი, ხოლო გამოაკლდა განყოფილებას 11 წევრი. ამრიგად, 1915 წლის პირველი იანვრისთვის განყოფილებაში სულ იყო 148 წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიის შემადგენლობა წევრების სრულად არჩევიდან სამი წლის შემდეგ სამი მესამედით ახლდებოდა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ ამცნო, რომ განყოფილების გამგეობის დადგენილებით დაბა ზუგდიდში დასაწყისი სკოლის გახსნა იმ წლის იანვრისთვის გადაიდო იმდროინდელი არეული მდგომარეობის გათვალისწინებით. კრებამ გამგეობას დაავალა, თვალი მიედევნებინა იმისთვის, რომ დირექციის მიერ გამოგზავნილ ნებართვას ვადა არ გასვლოდა და რომ განყოფილებას არ დაეკარგა მთავარი გამგეობის დაპირებული მასწავლებლის ჯამაგირი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ ამცნო, რომ დაბა ზუგდიდში გასახსნელი სკოლის მასწავლებლისთვის ჯამაგირს, 1900 მანეთს წელიწადში, საზოგადოების მთავარი გამგეობა გადაიხდიდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ შეატყობინა, რომ განყოფილებას აგვისტოს ოცი რიცხვისთვის მიუღია მთავრობისგან დაბა ზუგდიდში დასაწყისი სკოლის გახსნის ნებართვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ მოახსენა დაბა ზუგდიდში სკოლის გახსნასთან დაკავშირებულ ვითარებაზე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განსახილველ საკითხებზე სამსჯელოდ მიწვეულ იქნა პელაგია ლორთქიფანიძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩიეს: იონა ბედია, გაბრიელ ჯიქია და მიხეილ ჟორდანია.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩიეს: პახვალა ლიფონავა, ვლადიმერ თავბერიძე, გრიგოლ კედია და სანდრო თოფურიძე.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიის“ დირექტორის განცხადებით სასწავლებელში მხოლოდ 13 ქართველი ბავშვი სწავლობდა, ხოლო ბავშვები, რომლებიც წარმოშობით საქართველოს სხვა კუთხიდან იყვნენ ქართველებად არ მოიხსენიებოდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომლის მიზანი ღარიბი მოსახლეობისთვის სათანადო განათლების მიცება იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 ივნისს ციხისძირთან ქართველ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ ოსმალები. ბრძოლის დროს დაჭრეს ივანე ტერიაშვილი, მელიქოვი, პოპოვი, ულიანოვი, ჩხეიძე, აბულაძე და სხვები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მედიცინის დოქტორი, თბილისის კადეტთა კორპუსის უფროსი ექიმი მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი იღებდა ბავშვებს, შინაგან და ქირურგიულ ავადმყოფებს დილის 8-9 და საღამოს 5-7 საათებში, ტელ. 17-21.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, 28 დეკემბერს საზოგადოების მიერ შეცვლილი წესდების პროექტის მოსმენისას დამსწრე წევრებს სთხოვეს აზრი გამოეთქვათ ამა თუ იმ მუხლის შესახებ, მოსმენას სარევიზიო კომისის წევრებიც დაესწრნენ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სლოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე და ერთ–ერთი წევრი ხელს აწერდნენ: ვექილობის, ხელშეკრულების, ნასყიდობის და ყველანაირი პირობის ქაღალდებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვლის თარიღით პლატონ დავითის ძე ხიზანიშვილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მთავარგამგეობას თათბირზე უთხრა, რომ გააგრძელებდნენ საქმიანობას ჩვეულებისამებრ, მაგრამ კომისარიატთან თანამშრომლობით.