ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს რწმუნებულთა კრების მოწვევის საკითხი 1921 წლის წლიური ანგარიშის განსახილველად. სხდომის წევრებმა საკითხი გადადეს, რაც ხელმოწერით დაადასტურა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის მიეცათ ხუთი–ექვსი ფუთი ქაღალდი იმ პირობით თუკი თავისი წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხით, პირველ რიგში, საზოგადოების ვალს გაისტუმრებდა, დარჩენილ თანხას კი თავად აიღებდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის გრიგოლ ჩარკვიანის ანდერძი. განსვენებულმა თავისი ბიბლიოთეკა უანდერძა საზოგადოებას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის მიეცათ მოწმობა მამის გარდაცვალების შესახებ და აღძრულიყო შუამდგომლობა საავადმყოფოს გამგეობასთან მისი დახმარების თაობაზე.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 10 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და ანა ილიას ასული სოლოღაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე პატივი მიაგეს წიგნების გამომცემლისა და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ხსოვნას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემლისა და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ანდერძი. განსვენებულმა თავისი ბიბლიოთეკა უანდერძა საზოგადოებას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო კომისარიატის სტამბის წინადადება 5 300 000 მანეთის ორი კვირის განმავლობაში გადახდის შესახებ სარგის ნესტორის ძე კაკაბაძის წიგნის „ისტორიის“ აწყობისა და დაბეჭდვისთვის.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო კომისარიატის სტამბის წინადადება ორი კვირის განმავლობაში 1 422 000 მანეთის გადახდის შესახებ დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას წიგნის აწყობისა და დაბეჭდვისთვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე მღვდელ ლაზარე ტურაშვილისთვის საზოგადოებაზე ზრუნვას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის მხოლოდ იმ საქმეში იყო თავგამოდებული სადაც პირად სარგებელს ხედავდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარეს მღვდელ ლაზარე ტურაშვილს მმართველობაში მისი ძმა თომა ტურაშვილი ეხმარებოდა, თუმცა მათმა ერთობლივმა მმართველობამ ვერაფერი სიკეთე ვერ მოუტანა თელავის საზოგადოებასა და სასულიერო სასწავლებელს.

1918

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „კლდის“ ცნობით, 1918 წლის 12 ოქტომბერს კონსერვატორიის დარბაზში გიორგი მამრაძე წაიკითხავდა ლექციას „ქართლის ბედის უკუღმართობა და საქართველოს ტრაგიზმი“. მოხსენების შემდეგ უნდა გამართულიყო მსჯელობა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ოქტომბერს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან ვიზიტად მყოფმა ოსმალეთის ელჩმა აბდულ ქერიმ ფაშამ აღნიშნა, რომ ოსმალეთის პრესა და პოლიტიკური წრეები საქართველოსთან მეგობრული განწყობის დამყარებას ემსახურებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული პრესა, საქართველოს პოლიტიკური წრეები და ეროვნული საბჭოს ღირსეული თავმჯდომარე ოსმალეთთან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის განმტკიცებას ხელს შეუწყობენ.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი იყო თავადი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით 1878 წელს გამოუშვებდნენ ახალ გაზეთს „სასოფლო გაზეთი“, რომლის რედაქტორი და გამომცემელი პეტრე უმიკაშვილი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ გიორგის ძე კარბელოვის მიერ აღწერილი გორის მაზრის სოფელ ჭალის ღვთისმშობლის მიძინების „გულანზედ“ წარწერანი.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 2 დეკემბერს კალენიკე გოგიბერიძემ საბრალდებო ოქმის წაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ იგი დამნაშავე არაა პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობასა და როტმისტრ სოხაძის მოკვლის განზრახვაში. მან განმარტა, რომ ჭიჭიკო რუხაძეს იარაღის ტარების ნებართვა სთხოვა, ამის გამო სოხაძემ და გაჩეჩილაძემ მოინდომეს მისი მოკვლა და მან თავდაცვის გამო გაისროლა, შედეგად დაიღუპა გაჩეჩილაძე და დაიჭრა სოხაძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) იუწყება, რომ სიღნაღიდან მიიღეს ინფორმაცია, მაზრის მმართველი როგორ ცდილობდა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და მოსახლეობისთვის ახსნას, რომ მათი ხმა საჭირო და აუცილებელი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ კანონის შემოღება ურმის ბეგარის თაობაზე ბევრი ჭირისა და განსაცდელისგან იხსნიდა გლეხებს, რადგან ეს ბეგარა მხოლოდ მამასახლისების ჯიბეებს ავსებდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა თავისუფალი მამულების იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა გლეხებს, რასაც ორმაგი ზარალი მოჰქონდა ქვეყნისთვის. მამულებს ხელში მოხერხებული მოვაჭრენი იგდებდნენ და დროულად არ იხდიდნენ მამულის იჯარას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს გომარეთის სკოლის საქმეზე გაგზავნილ ექვთიმე თაყაიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საგზაოდ 65 მანეთი გადასცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს გაიმართა სასამართლო ივანე ჯაფარიძის თავმჯდომარეობით, სილიბისტრო ჯიბლაძისა და კამისიოვის მონაწილეობით, რომელმაც დაიწყო პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობაში ბრალდებული კალენიკე გოგიბერიძის საქმის განხილვა.