რეგისტრირებული ფაქტები47368
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ნ. ქობულოვისამ დარია ქავთარაძისას ერეკლე მეფის სახელობის ფონდისთვის ონში ფულის შეგროვების გამო მადლობა გადაუხადა გაზეთ „კვალში“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 ოქტომბერს ვლადიმერ დემურიამ და გიორგი გამზარდიამ დავით კარიჭაშვილს მისწერეს, რომ სენაკის წიგნის მაღაზიაში ვაჭრობა შეფერხდა, რადგან მთავარმა გამგეობამ სახელმძღვანელოების გაგზავნა დაუგვიანა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ონში ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის 20-20 კაპიკი გაიღეს სტანისლავ ბაქრაძემ, სიმონ გოგროჭიანმა, გელო ბიძიშვილმა და არჩილ იოსების ძე ჯაფარიძემ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა, თანამდებობა დატოვა, მის ადგილზე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე დაინიშნა.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის გამგეობას რევოლუციურმა კომიტეტმა კუთვნილი ქონება ჩამოართვა. ბორჯომის ბიბლიოთეკა-სამკითხველო კი განათლების კომისარიატის განკარგულებაში გადავიდა. ფაქტი ხელმოწერით შიო დედაბრიშვილმა დაადასტურა.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 16 მარტიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობას რევოლუციურმა კომიტეტმა კუთვნილი ქონება ჩამოართვა. სენაკის ბიბლიოთეკა-სამკითხველო კი განათლების კომისარიატის განკარგულებაში გადავიდა. ფაქტი ხელმოწერით ოლღა ხოფერიამ დაადასტურა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში მევენახეობისა და მეღვინეობის კომიტეტი უნდა გახსნილიყო. კომიტეტის უფროს სპეციალისტად კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილს ნიშნავდნენ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივლისში გაზეთ „კვალის“ რედაქციამ კონსტანტინე გვარმაძის მიერ მესხეთში შეკრებილი „მესხური ანდაზები და გამოცანები“ მიიღო. წიგნში დაბეჭდილი იყო 600 ანდაზა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ადგილობრივ თეატრში საღამო უნდა გაემართა. საღამოს ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი მევენახეობისა და მეღვინეობის ზედმიწევნით შესასწავლად ხშირად მოგზაურობდა ავსტრიაში, იტალიაში, ესპანეთში, ალჟირსა და სხვა ქვეყნებში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის სააზნაურო გიმნაზიის გამგეს, იოსებ ივანეს ძე ოცხელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილისაგან ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემაზე ხელმოწერა ჰქონდა მინდობილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ სენაკის გამგეობას კუთვნილი ქონება ჩამოართვეს. დაიკეტა სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველო. მუშაობა შეჩერდა საქსოვ სახელოსნოსა და წიგნის მაღაზიაში. რევოლუციურმა კომიტეტმა ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ განათლების კომისარიატის წევრებმა სენაკის გამგეობასთან შეუთანხმებლად გასცეს ბიბლიოთეკისა და საქსოვი სახელოსნოს მუშაობის ნებართვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 ივნისს შიო დედაბრიშვილმა განათლებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტებს მთავარი გამგეობის სახელით მისწერა, რომ სენაკისა და ბორჯომის გამგეობებისთვის დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ ადგილობრივი რევოლუციური კომიტეტების მიერ ჩამორთმეული ქონება.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ი. დათებაშვილის მიერ შეკრებილი ლექსები და კონსტანტინე გვარამაძის მიერ მესხეთში შეკრებილი ანდაზები ახალ სენაკში,კონსტანტინე თავართქილაძის სტამბაში დაიბეჭდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ირაკლის ძე ციციშვილს გორში გაზეთ „ქართლის“ გამოცემის უფლება მისცეს. მანამდე გაზეთი იაკობ თომას ძე ცინცაძის ხელმძღვანელობით გამოდიოდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 20 ივნისს ანა სოღორაშვილი ბათუმში საკვირაო სკოლის სასარგებლოდ გამართული სახალხო წარმოდგენის ორგანიზატორი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თევდორე ღლონტს იაკობ მანსვეტაშვილი ბაქოში უნდა ენახა და კოოპერაციის რედაქტორის დავალებით ჟურნალის გამოცემის შესახებ მოლაპარაკებოდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ი. კაკაბაძისა და რამდენიმე ახალგაზრდის ინიციატივით ჭიათურაში საკვირაო სკოლა გაიხსნა.