ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46026

1918

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო კონტროლმა, ფ. გოგიჩაიშვილმა რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველს 1918 წლის 9 ოქტომბერს მისწერა (ხელს აწერს საქმის მმართველი ი. ქუთათელაძეც), რომ კონტროლი თანახმაა, რესპუბლიკის ხაზინიდან განათლების სამინისტროს წელიწადში 19 200 მან. მიეცეს ახალციხის ქართული საქვ. საზოგადოების სკოლის შესანახად.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 16 სექტემბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში გაუგზავნა კერძო ხასიათის ღია ბარათი. თამარი წუხდა, რომ შვილის, გოგი ქარცივაძის, წერილი არ მიუღია და შიშობდა, რომ დაიკარგა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 21 სექტემბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ჯამბულიდან თბილისში ღია ბარათი გაუგზავნა ქრისტინე შარაშიძეს და მისწერა, რომ ელოდა წერილებს მისგან და შვილისგან – გოგი ქარცივაძისგან, რომელიც მას ერთი თვის წინ შეჰპირდა წერილს.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 13 ოქტომბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს ჯამბულიდან თბილისში გაუგზავნა კერძო ხასიათის ღია ბარათი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 19 ოქტომბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში მისწერა, რომ გაახარა მისმა დეპეშამ, რომელიც ეხებოდა თამარისთვის მნიშვნელოვან თარიღს – მას ზუსტად ორი წლის შემდეგ შეეძლებოდა საქართველოში დაბრუნება.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს ყაზახეთში გადასახლებულ თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს თბილისიდან წერილები გაუგზავნეს შვილებმა; ბიბი ქარცივაძემ შეატყობინა თავისი გამოცდების ამბავი, გოგი ქარცივაძემ საავადმყოფოდან მისწერა და გაწერილს შემდგე უფრო ვრცელი წერილის მიწერას შეჰპირდა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს ყაზახეთში გადასახლებულ თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს თბილისიდან დამ, ქრისტინე შარაშიძემ, მისწერა, რომ თამარის შვილი, გოგი ქარცივაძე, სვანეთში აპირებდა წასვლას.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 4 ოქტომბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ღია ბარათი გაუგზავნა დას, ქრისტინე შარაშიძეს, მისწერა კერძო საკითხებზე და შეატყობინა, რომ ორი დღის წინ ქრისტინეს გაგზავნილი ორი წერილი ნახა ძველი ბინის მისამართზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა მიმართა საშუალო სასწავლებელთა მთავარ გამგეს, გიმნაზიის მასწავლებლისთვის, ალექსი ბარსოვისთვის, რომელმაც ტიფი და ფილტვების ანთება გადაიტანა, მიეცათ 4 თვით დასვენების უფლება ჯამაგირის შენარჩუნებით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 თებერვალს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დირექტორს წერილი გაუგზავნა, რომ ალექსი ბარსოვისთვის ანაზღაურებადი შვებულება მიეცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის თებერვალში თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის პედაგოგი ალექსი ბარსოვი განათლების სამინისტროს სთხოვდა, რომ თბილისში ან ოზურგეთში მისცემოდა რუსული ენის გაკვეთილები ან პენსიის დანიშვნით განთავისუფლბულიყო სამსახურიდან.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 12 სექტემბრიდან ალექსი ბარსოვი ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წ. 29 ოქტომბერს თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა სახალხო განათლების სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა გიმნაზიის ქართულ განყოფილებაში ხელსაქმის გაკვეთილების ვერა სტეფანეს ას. ბასტამოვისთვის მიცემას.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი აგვისტოდან საქართველოს რესპუბლიკის სასწავლებლის ტანვარჯიშის მთავარი ინსტრუქტორის თანაშემწეებად არჩილ სპირიდონის ძე ბაქრაძე და ირაკლი სიმონის ძე ლორთქიფანიძე დაინიშნენ.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს არჩილ სპირიდონის ძე ბაქრაძის ოჯახი შედგებოდა ოთხი წევრისაგან: არჩილ ბაქრაძე, მისი მეუღლე მარიამი, შვილები: თენგიზი – ორი თვის, ელენე – სამი წლის.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 სექტემბრიდან ეკატერინე ბაქრაძე თბილისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი იანვრიდან ეკატერინე ბაქრაძე თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის ფრანგული ენის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 15 ოქტომბრიდან 1919 წლის პირველ ოქტომბრამდე ეკატერინე ბაქრაძე წეროვანისა და ონის სასწავლებლებში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან რახილ (ანა) ბახარევსკაია (გადახაბაძე) ხაშურის ქალთა გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრიდან ანა ბახარევსკაია ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველი სექტემბრიდან ხაშურის გიმნაზიის პედგაგოგი ანა ბხაროვსკაია სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით თელავის სომხური გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი მარტიდან აგრაფინა ბახტაძე ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის უფროსად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან აგრაფინა ბახტაძე გაბრიელის სახელობის გიმნაზიის უფროსად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს აგრაფინა ბახტაძემ მიმართა სახალხო განათლების სამინისტროს, რომ გიმნაზიის გამგე კ. გაბარაშვილი ადანაშაულებდა მას, როგორც სწავლის პროცესის ხელის შემშლელს და ინტრიგანს. მიუხედავად იმისა, რომ აგრაფინა ბახატაძე უკვე დანიშნული იყო გიმნაზიის უფროს ქალად კ. გაბარაშვილი მაინც არ სცნობდა მას და სასწავლებლის საქმეები სხვას გადააბარა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ გაუგზავნა შეტყობინება ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორს, კ. გაბარაშვილს, იმის შესახებ, დააკმაყოფილა თუ არა მან მინისტრის ამხანაგის განკარგულება აგრაფინა ბახტაძის უფროს ქალად დანიშვნის შესახებ.