ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1914

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს კონსტანტინე ტყავაძე ყოველდღიური სამეურნეო-სალიტერატურო გაზეთის „ხმა კახეთისა“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის დეკემბერში გიორგი ჯაბაური სახალხო სახლის სცენაზე დასადგმელად ილია ჭავჭავაძის „განდეგილს“ ამზადებდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1915 წლებში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ჟურნალ „განათლების“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს დავით კარიჭაშვილი გაზეთ „ახალი ქართლის“ რედაქტორი იყო. გაზეთი გორში კვირაში ორჯერ გამოდიოდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს პოლკოვნიკი ზურაბ სიმონის ძე კობიაშვილი გერმანელთა წინააღმდეგ მოქმედი ჯარის სარდალი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ეკატერინე ივანეს ძე სარაჯიშვილმა ქართველ ქალთა ამხანაგობის ჭრა-კერვის სკოლას 360 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ფოთში ს. ნადარეიშვილის სტამბაში დაიბეჭდა ივანე გომართელის წიგნი „სქესობრივი საკითხი და ბავშვი“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მოსე ჯანაშვილი ასწავლიდა ქართულ ენას ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ალექსი მირიანაშვილმა საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიიღო.

1914

ტიპი: ნასამართლეობა

1914 წლის ივლისში ფილიპე გლახუნას ძე ლორია ცარიცინში გადაასახლეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე ამიერკავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის მდივნად მუშაობდა.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე 1914 წელს, ამიერკავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის პირველ ყრილობაზე, საბჭოს წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სიმონ ქვარიანის ნაშრომი „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“ ცალკე წიგნად გამოიცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს გიორგი არჯევანიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის IV და III ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ივანე ყაზბეგი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ივანე ყაზბეგი 1914 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში დიმიტრი თოფურია პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში დავით მაჭავარიანი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში გიორგი არჯევანიძე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, სადაც იგი იყო კავკასიის ფრონტის არზრუმის ოპერაციის მონაწილე და ერთ-ერთი გმირი. ხელმძღვანელობდა კუპ-დაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ზაქარია ყიფშიძე აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

1914

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართული სასცენო ხელოვნება და მუსიკა 1914 წ.“

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი, მდივანი – გრიგოლ ბურჭულაძე) თელავის განყოფილების გამგეობას აზრის გამოთქმა სთხოვა ყვარლის რწმუნებულთა თხოვნაზე – ილიას სახლი დაეთმოთ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და კანცელარიისა და სხვა დაწესებულებების განსათავსებლად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (ონის) განყოფილების თავმჯდომარემ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა და მდივანმა – ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძემ მთავარ გამგეობას დარჩენილი 68 მანეთი და 80 კაპიკი გაუგზავნეს (20 მანეთი და 20 კაპიკი ერთი წლის წინ გააგზავნეს) და სთხოვეს მათ, გახსნილიყო რაჭის (და არა ონის) საზოგადოების განყოფილება.