ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი თვითმყოფადი მწერალი არ იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ყველა მწერალს თავისი მიმართულება, ენა, კილო, სიტყვებისა და აზრების გამოხატვის საშუალება, სამყარო ჰქონდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელს ძალიან ეტყობოდა გიორგი დავითის ძე ერისთავის, ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვის, გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის გავლენა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი ეკუთვნოდა იმ დრამატურგების სკოლას, რომელმაც დრამატურგიული ხელოვნება და სცენა დაამკვიდრა ქვეყანაში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი პირველ ადგილს იკავებდა დრამატურგიის სფეროში, რომელშიც ბევრი დრამატურგი არ მოღვაწეობდა და სწორედ ამიტომ ჩანდა ის გამორჩეულად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელს დიდი ნიჭი არ ჰქონდა, თუმცა არც უნიჭო დრამატურგი იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან ლევანის ძე გუნიას ფსევდონიმი იყო ვალიკო-ია.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია მერაბის ასულის გაბუნიას ბენეფისი გაიმართა. წარმოდგენაზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხანუმა“ და ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის ფსევდონიმი იყო ანჩხატელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის ფელეტონი „საუბარი ვაგონში“.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის ფსევდონიმი იყო თ. კვალითელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის ნაკვესი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასული საფაროვა თავის ბენეფისზე მაყურებელმა ზურნითა და ბენგალით გააცილა ქუჩამდე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვას თავის ბენეფისზე მიართვეს ვერცხლის საწერკალამი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვამ თავის ბენეფისზე ძალიან კარგად ითამაშა თავისი როლი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასულის საფაროვას ბენეფისზე ანდრონიკოვისამ ვერ ითამაშა კარგად თავისი როლი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასული საფაროვას ბენეფისი გაიმართა. წარმოდგენაზე მსახიობებმა ითამაშეს კომედია „ბედნიერი დილა“, „ჰამლეტი“ და ვოდევილი „გულმა იგრძნო“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვას ბენეფისზე ნატალია მერაბის ასულმა გაბუნიამ პოჩტმეისტერის ცოლის როლი შთამბეჭდავად ითამაშა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია მერაბის ასული გაბუნია ნამდვილი არტისტი იყო, ცეცხლი უღვიოდა გულში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვას ბენეფისზე არტისტებმა მაყურებელს ძალიან ასიამოვნეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 იანვარს თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ერთმოქმედებიან ვოდევილს „ბიძიასთან გამოხმაურებას“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურად გადაკეთებული ეკლესიების გახსნაზე წინამძღვარმა დიმიტრი თუმანიშვილმა თავისი მრევლი მოიწვია კურთხევის აქტზე ხელმოსაწერად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურად გადაკეთებული ეკლესიების გახსნაზე დიმიტრი თუმანიშვილმა პარაკლისი გადაიხადა იმპერატორ ალექსანდე I-ის სახელზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურად გადაკეთებული ეკლესიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი თუმანიშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა 1806 წელს შემწეობა გაიღო ეკლესიების გადასაკეთებლად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი თუმანიშვილმა ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კათოლიკური ეკლესიების გახსნაზე წირვა ჩაატარა.