რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: ალექსანდრე ივანეს ძე ეფრემიძე, სამსონ ფილიპეს ძე ელისაბედაშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე ელიოზიშვილი, მღვდელი გიორგი ივანაძე, ნინო ალექსანდრეს ასული ივაშჩენკო, მიხეილ ხარიტონის ძე ონიაშვილი, იოსებ ისაკის ძე კასრაძე, ალექსი სოლომონის ძე კვაღნიძე და ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: გიორგი გრიგოლის ძე გულარიძე, ალექსანდრე გრიგოლის ძე გულარიძე, ეკატერინე ალექსანდრეს ასული გულარიძე, ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ სვიმონის ძე გელაძე, იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი, პავლე დიმიტრის ძე დიმიტრიადი და თამარ ლევანის ასული ერისთავისა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს არსენ ალექსის ძე სხირტლაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ სოფიო ვახვახიშვილისას შეწირული სასტიპენდიო თანხიდან 60 მანეთი წმ. ნინოს დედათა სასწავლებელს გადასცა. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, საზოგადო კრება არ გაუმართავს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, 224 წევრი ჰყავდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914-1916 წლებში მღვდელი მიხეილ სოფრომაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914-1916 წლებში ზაქარია თევდორეს ძე დანელია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლამ, რომლის მასწავლებელი იყო ისიდორე ტატიშვილი, 10 მანეთად 40 ცალი საკითხავი წიგნი შეიძინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლის მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი სავალდებულო საგნებთან ერთად, დამატებით ყველა კლასს, ასწავლიდა გალობას, ხოლო მეორე კლასს ბუნების მეტყველებასა და სამშობლოს ისტორიასაც.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლა (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) სკოლების მეთვალყურემ, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გერგეთის სკოლაზე, რომლის მასწავლებელი იყო ისიდორე ტატიშვილი, 714. 98 მანეთი დახარჯა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლას, რომლის მასწავლებელი იყო ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური, 51 ქართველი მართლმადიდებელი მოსწავლე ჰყავდა, წლის განმავლობაში სკოლა ერთმა მოსწავლემ დატოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლაში, რომლის მასწავლებელი იყო ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური , სწავლა 6 სექტემბერს დაიწყო და 30 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე სულ 180 სასწავლო დღე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური სავალდებულო საგნებთან ერთად საღვთო სჯულსა და საქართველოს ისტორიასაც ასწავლიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმასაზოგადოებამ გომარეთის სკოლაზე, რომლის მასწავლებელი იყო ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური, 722. 04 მანეთი დახარჯა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლის მასწავლებელის, ქრისტინე ალექსანდრეს ასულ ბიბილურის წლიური ხელფასი 600 მანეთი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლის მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რომელშიც წლიურად 50 მანეთს იხდიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლას (მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური) 51 მართლმადიდებელი ქართველი მოსწავლე ჰყავდა, I განყოფილებაში – 21 და II განყოფილებაში – 30. წლის განმავლობაში სკოლა დატოვა ოთხმა მოსწავლემ, თითო კლასიდან ორ-ორმა. იმავე კლასში არცერთი მოსწავლე დარჩენილა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლამ (მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური) პირველ ოქტომბერს დაიწყო. წლის მანძილზე სულ 166 სასწავლო დღე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915-1916 სასწავლო წელს მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლაში სავალდებულო საგნების გარდა სიმღერასაც ასწავლიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) 105 ბავშვი გამოცხადდა, მათგან 58 ახალი, ხოლო 47 ძველი მოსწავლე, II და III განყოფილებაში. წლის განმავლობაში სკოლა 9 მოსწავლემ (3-მა 1-ლი კლასიდან და 6-მა მე-2-დან) დატოვა და სამინისტრო სკოლაში გადავიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წლის დასასრულს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) 96 ბავშვი იყო, 55 – I განყოფილებაში, 28 – II-ში და 13 – III-ში. შემდეგ განყოფილებებში გადავიდა I-დან – 48 მოსწავლე, II-დან – 23 და III-დან – 9-მ სწავლა დაასრულა, დარჩა I-ში – 7, II-ში – 5 და III-ში – 2 მოსწავლე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყო და 30 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე სულ 189 სასწავლო დღე იყო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) I განყოფილებაში 52 მართლმადიდებელი ქართველი და 3 გრიგორიანელი სომეხი მოსწავლე იყო, II-ში – 26 მართლმადიდებელი და 2 გრიგორიანელი, III-ში – 13 მართლმადიდებელი.