ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 იანვარს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვას ბენეფისზე არტისტებმა მაყურებელს ძალიან ასიამოვნეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 იანვარს თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ერთმოქმედებიან ვოდევილს „ბიძიასთან გამოხმაურებას“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურად გადაკეთებული ეკლესიების გახსნაზე წინამძღვარმა დიმიტრი თუმანიშვილმა თავისი მრევლი მოიწვია კურთხევის აქტზე ხელმოსაწერად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურად გადაკეთებული ეკლესიების გახსნაზე დიმიტრი თუმანიშვილმა პარაკლისი გადაიხადა იმპერატორ ალექსანდე I-ის სახელზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურად გადაკეთებული ეკლესიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი თუმანიშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა 1806 წელს შემწეობა გაიღო ეკლესიების გადასაკეთებლად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი თუმანიშვილმა ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კათოლიკური ეკლესიების გახსნაზე წირვა ჩაატარა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი თუმანიშვილი ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კათოლიკური ეკლესიების წინამძღვარი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი დიმიტრი თუმანიშვილი ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიების კათოლიკურ ეკლესიებად გადაკეთებას ხელმძღვანელობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის ფელეტონი „საჩინო“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 სექტემბერს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორი და სახელმწიფო მრჩეველთა წევრი კ. პ. პობედონოსცევი თბილისიდან სოხუმში მიემგზავრებოდა და ათონის მონასტრის მონახულებას გეგმავდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძეს სოფელ გოჩაჯიხაიშის საზოგადოებამ სკოლის მზრუნველობა შესთავაზა, რაზედაც უარი ვერ თქვა და დასთანხმდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძემ სოფ. გოჩაჯიხაიშის სკოლას ძვირფასი ხის ავეჯი, წიგნები და ხუთი თუმანი შესწირა და მომავალშიც დაჰპირდა დახმარებას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძე ქუთაისის სამაზრო სკოლების დირექტორს ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკის მოელაპარაკა და გადალახა ყველანაირი დაბრკოლება სოფელ გოჩაჯიხაიშში სკოლის დასაარსებლად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მასწავლებელმა მ. მ. ცაგარეიშვილმა გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ სკოლის დახმარებით ბევრი ადამიანის ნიჭს შეამჩნევდნენ, გაუხსნიდნენ გზას. ისინი ცოდნით არამხოლოდ მშობელს, არამედ სამშობლოსაც გამოადგებოდნენ და კეთილ საქმეებს გააკეთებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მასწავლებელმა მ. მ. ცაგარეიშვილმა გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ სკოლის გახსნამდე ბევრი ადამიანის ნიჭი შეუმჩნეველი იყო და დაიკარგა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. მ. ცაგარეიშვილი იყო გოჩაჯიხაიშის სასოფლო სკოლის მასწავლებელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორის ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკის სიტყვას გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას სკოლის გახსნის ცერემონიაზე მასწავლებელი მ. მ. ცაგარეიშვილი თარგმნიდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორმა ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკიმ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას სკოლის გახსნის ცერემონიაზე დაჰპირდა მატერიალურ და ინტელექტუალურ დახმარებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორმა ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკიმ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას სკოლის გახსნის ცერემონიაზე იმედების გამართლება უსურვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის გუბერნიის საერო სკოლების დირექტორმა ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკიმ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას სკოლის გახსნის ცერემონიაზე ესაუბრა სწავლისა და განათლების მნიშვნელობაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ უნდა დაეფასებინათ გიორგი და სიმონ ბესარიონის ძე ღოღაბერიძეების, რამდენიმე კეთილშობილი საზოგადოების წევრის თავდაუზოგავი შრომა. მიუხედავად ხელისშემშლელი გარემოებებისა, მათ მაინც მოახერხეს სკოლის გახსნა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ და ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძეები ძმები იყვნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძე თბილისის გუბერნიაში მსახურობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე დამსწრე წევრების განცხადებების შემდეგ ნიკოლოზ ხუდადოვმა თქვა მოსაზრება, რომ მოსახლეობაში სიკვდილიანობის გახშირების მთავარი მიზეზი არა მილის წყლით სარგებლობა, არამედ მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ გოჩაჯიხაიშის სოფლის სკოლა გიორგი და სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძეების დიდი ძალისხმევისა და შრომის დამსახურებით გაიხსნა.