ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი ვასილ როსტომის ძე ყიფიანს გამოჯანმრთელებას უსურვებდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე იყო კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის გამგე-კომიტეტის წევრი იყო კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე იყო ქუთაისის კერძო სასწავლებლის მმართველი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობის „უცნაური მუხუდო“  პირველი თავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლა შედგებოდა ოთხი მოსამზადებელი განყოფილებისაგან და ხუთი გიმნაზიის კლასისაგან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლის დახმარება თავადზნაურობის საზოგადოებამ ოთხი წლის წინ გადაწყვიტა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლა თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებდა და მას თავადაზნაურობის საზოგადოებისაგან დახმარება სჭირდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლას საარსებოდ ფინანსური სახსრები თუკი ექნებოდა მთავარმართებელს სთხოვდნენ იგივე უფლებები ჰქონოდა მას, რაც სხვა გიმნაზიებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ თბილისის თავადაზნაურობის სკოლის კომიტეტის წევრები მადლობას უხდიდნენ ვასილ როსტომის ძე ყიფიანს ოთხწლიანი სამსახურისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით გაიმართა წარმოდგენა ნიკოლოზ გოგოლის კომედიის „Ревизорь“ მე-2 და მე-3 მოქმედება, რომელშიც დობჩინსკის როლი მოირგო ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის საქმეებს აგვარებდა, ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა სომხეთის მიმართ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1888 წლის 1-ლი იანვრისათვის. ბალანსს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ივანე მაჩაბელი და ხ. ხაჩატურიანი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში გაიმართა ორი საქველმოქმედო საღამო თელავის საქალებო სასწავლებლისა და ღარიბი ოჯახის დასახმარებლად. საღამოზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ადვოკატი მელაძე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსახიობმა დავით აწყურელმა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი წერდა, რომ ვასილ როსტომის ძე ყიფიანი თბილისის თავადაზნაურობის სკოლისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. მისი სახელი, როგორც პატიოსანი გამოცდილი და ნიჭიერი მასწავლებისა, დაუვიწყარი იქნებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე მარტვილელის წერილი „აღდგომა“, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხეილ ხელთუფლიშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „ოთარაანთ ქვრივის“ განხილვა და შენიშვნები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პროგიმნაზიის ინსპექტორ მარტინოვსკის ჩანაწერი, რომელშიც აღწერილი იყო მთელი 1887 წლის მოქმედება და მოღვაწეობა თბილისის პროგიმნაზიულ საბჭოსი. ივერიაში დაიბეჭდა ის მონაკვეთი, რომელიც ეხებოდა მოსწავლის „დაქანცვას“ სწავლების მეთოდებითა და ა. შ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 1-ელი იანვრისთვის ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი ჯამში 4 685 197 მანეთი და 66 კაპიკი იყო. ბალანსს ხელს აწერენ ბანკის გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, გამგეობის წევრები: ივანე პეტრეს ძე ჯაიანი და ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი, ბუღალტერი ო. სვანიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გადასახადთა სამმართველოში სავაჭრო სამრეწველო პალატის კომიტეტმა აირჩია რაჟდენ დათეშიძე, ხოლო კანდიდატად იასონ ლორთქიფანიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ არსენ კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა შემდეგი წიგნები: 1) „რიტორიკა“, ანტონ კათალიკოზისა, 2) „სიბრძნე-სიცრუისა“, ხელნაწერი, 3) „ყვავილის აცრა“, გოდერძი ფირალოვისა, 4) „დარიგება მზის დაბნელების დროს 1851 წელსა“, 5) „საქრისტიანო ცხოვრება“, დაბეჭდილი რომში 1741 წელს, 6) „ცხოვრება წმ. გიორგისა“, გალექსილი მღ. იორდანე ელიოზისძის მიერ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვარს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ჟირარდენის სამმოქმედებიან დრამას, ფრანგულიდან ივანე გიორგის ძე მაჩაბლის თარგმანს, „ორ ცეცხლშუა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის ფელეტონი „ოცი წლის წინად“, II ნაწილი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოსო მაჭავარიანის მიერ ქსნის ხეობაში გაგონილი და ჩაწერილი ხალხური „ვეფხისტყაოსანი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.