რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვარს თბილისში ჩამოვიდა აკაკი ჩხენკელი, რომელსაც სადგურზე დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე მინისტრის პირად მდივან ნაზარიშვილთან ერთად.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 19 იანვარს ქართულ დრამატულ დასს უნდა წარმოედგინა ჟირარდენის დრამა „ორ ცეცხლ-შუა“ , თარგმნილი ივანე მაჩაბლის მიერ.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის განცხადება, რომლითაც მან პასუხი გასცა სოფრომ მგალობლიშვილს ბრალდებაზე ვითომდა მისი ნაწარმოები „ღამის მეხრე ცეცო“ შემოკლებით და დამახინჯებულად გამოსცა. ჭიჭინაძის თქმით, თავად მგალობლიშვილმა დართო ნება, როგორც მოხერხდებოდა ისე დაებეჭდა ხსენებული ნაწარმოები და ამის დასტურად მას მწერლის წერილიც აქვს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისში პირველი რიგის ხმოსანთა არჩევნები თავიდან დანიშნეს და კანდიდატთა სიიდან ამოშალეს შემდეგი პირები: დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, ივანე პეტრეს ძე ჯაიანი, ივანე სიმონის ძე მესხი, ნიკოლოზ მარკოზის ძე კანდელაკი და პავლე გოჯასპინის ძე ლორთქიფანიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გულითადი მადლობა გამოუცხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საზოგადოების სასარგებლოდ გამართული საღამოს მოწყობასა თუ მონაწილეობაში. მათ შორის მადლობა გამოუცხადეს ვარვარა ზარუდნაიას, ე. დ. კოკოვცევისას, ო. ნ. ოსეფოვიჩს, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვს, გენადი ყორღანოვს, მ. ბ. მედვედევს, ი. ფ. სარაჯოვს, დავით გიორგის ძე ერისთავს, იოსებ რატილს, ვლადიმერ აღნიაშვილს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ექიმი კრასნოგლიადოვის აზრით 1867-1868 წლებში თბილისში მხოლოდ ერთი სახის ეპიდემია იყო. კერძოდ, სხვადასხვა სახის ქუნთრუშა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პატარა დრამატული დასის მსახიობ კონსტანტინე ყიფიანმა პირადი საქმეების გამო მონაწილეობა ვერ მიიღო კვირას დაგეგმილ წარმოდგენაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პატარა დრამატული დასის მსახიობ მარიამ აბაშიძის ავადმყოფობის გამო კვირისთვის დანიშნული პიესა „ბედნიერი დღე“ შეცვალეს საჩქაროდ და დანიშნეს „ბაქი-ბუქი“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ნესტორ სიმონის ძე ქარცივაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვარს ლანჩხუთიდან თბილისში ჩამოსულ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სადგურზე დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვარს, დილის 11 საათზე, ლანუთიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული მსახიობი ეფემია მესხი მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობი ეფემია მესხი მძიმედ ავად გახდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს დამსახურებულ ქართველ მსახიობ ქალს, ეფემია მესხს სცენაზე მოღვაწეობის 35 წელი შეუსრულდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მიტროპოლიტი პავლე ივანეს ძე რაევი სიონის ეკლესიაში ჩაატარებდა წირვას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე ცხვედაძის ცნობით შარშანდელ ნომერში გაზეთის ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ძალიან ცუდად აღწერა საგარეჯოს ბანკის საქმიანობა, რაც მისი თქმით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ცხვედაძე წერილს საბუთად ურთავს ერთ-ერთი წილის მქონე პირის გაბრიელ ბურთიკაშვილის ანგარიშს, რომლითაც ბანკის წარმატებულ საქმიანობას ასაბუთებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საგარეჯოს ნაცვალმა ჩაატარა ყრილობა, რომელსაც ესწრებოდნენ გლეხები და ვაჭრები. ყრილობაზე გლეხების თხოვნით ვაჭრების გასაკონტროლებლად ბაზრის ზედამხედველებად აირჩიეს შაქრო გულისაშვილი, იაგორ რევაზაშვილი და იოსებ მეზვრიშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მომღერალმა და პედაგოგმა ვარვარა ზარუდნაიამ თავისი ბენეფისის მთელი შემოსავალი შესწირა ერთ-ერთ შეგირდ ქალს, რომელსაც თავად ასწავლიდა მუსიკას.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 3 თებერვალს რომის კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დანიშნული იყო იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილი პანაშვიდი.