რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ალექსანდრე დიმიტრის ძე გედევანოვს დავალიანება ჰქონდა 1061 მანეთი და 10 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გედევანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და დუშეთის მაზრაში მდებარე 66 დესეტინა და 2140 ოთხკუთხი საჟენი სახნავ-სათიბი, ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 8 ნოემბერს თბილისში, მიხეილ რომანოვის შუამდგომლობით, წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს ვაჩნაძე იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ დიმიტრის ძე ალექსეევ-მესხიევს დავალიანება ჰქონდა 2037 მანეთი და 49 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავს დავალიანება ჰქონდა 2052 მანეთი და 98 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სოფელ ნაწრეტში მდებარე 101 დესეტინა და 1600 ოთხკუთხი საჟენი სახნავი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიორგი ივანეს ძე ციციშვილს დავალიანება ჰქონდა 1663 მანეთი და 79 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ივანეს ძე ციციშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ბორჩალოში მდებარე სახნავ-სათესი, საძოვარი, სათიბი ადგილები და 967,5 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში გაიმართა მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საძოვრების კომისიის თავმჯდომარე სერგო ყაზახაშვილმა, გზების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა, მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გაბრიელ ცისკარაშვილმა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარაშვილი მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში ალექსანდრე აბრამის ძე მაჩაბლიშვილი გზების კომისიის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა ოფიციალური ცნობა მიიღო, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა ორი ახალი პიესა „ცოლ-ქმრობის ყვავილები“ და „შიშს დიდი თვალები აქვს“, რომლებშიც მონაწილეობდნენ მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე, რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართულ კლუბში უნდა გამართულიყო საოჯახო საღამო ქართული კლუბის მამასახლის კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილის ხელმძღვანელობით. რუსული დრამის თეატრი „ტარტოს“ წარმოადგენდა ერთმოქმედებიან ფარსს „მგლოვიარე მანდილოსანი“ და კონცერტს. მონაწილეობას მიიღებდნენ ალეშკო, ო.ს. კალანდაძე-ოგასოვა, ხორინა, გრიგოლ ინაშვილი, ლეონ ისეცკი და იური საბინინი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით, ივანე თუმანიშვილი გახდა „კოლლეჟსკი ასსესორი“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ყრმათათვის საკითხავი წიგნის „გაზაფხულის“ განხილვა, რომელიც ანთიმოზ ჯუღელმა გამოსცა. წიგნში დაბეჭდილი იყო აკაკი წერეთლისა და რაფიელ ერისთავის ლექსები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ილია, მიხეილ, პეტრე, გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკებს დავალიანება ჰქონდათ 18 578 მანეთი და 20 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ზაქარია, გრიგოლ და ექვთიმე დიმიტრის ძე გაბაშვილებს დავალიანება ჰქონდათ 2950 მანეთი და 97 კაპიკი.