ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50440

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 დეკემბერს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გახსნა თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა, გამგეობის წევრმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ 13 დეკემბერს კათოლიკების ეკლესიაში გაიმართა განსვენებული ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, საზოგადოების საპატიო წევრი იყო ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წლიურ კრებას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა საზოგადოების საპატიო წევრ ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის გარდაცვალების ამბავი აცნობა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „ხაშურის თეატრი გარშემო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერი ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (სუნთქვა) II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის თხზულების „ცრემლების კრიალოსანი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ კ. ფოცხვერაშვილის კონცერტი (7 დეკემბერს)“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის ხელმწიფის წინაშე წარმოთქმული სიტყვა ქართული კულტურული დაწესებულებების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ XII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მოთხრობა „არწივის ბარტყები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი 7 დეკემბერს სახალხო სახლში წარმოდგენილი „უმუშევარნის“ შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 6 დეკემბერს ავჭალის აუდიტორიაში წარმოდგენილი „და-ძმის“ შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 7 დეკემბერს არტისტთა საზოგადოების საკონცერტო დარბაზში გამართული კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ეროვნული დაწესებულება მაშინ გახდებოდა, როცა მასში ხალხი გაწევრიანდებოდა და თავად იქნებოდა საქმის გამგე-პატრონი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 დეკემბერს სახალხო სახლში წარმოდგენების მმართველმა წრემ გამართა სპექტაკლი „ქრისტინე“ ვ. ნინიძის, მ. რომანიშვილისა, სოფიო ანკარას, ელენე ციმაკურიძის, ნიკოლოზ გოცირიძის, მიხეილ ჭიაურელის, ი. მინდიაშვილის, გრიგოლ ანაშვილის, ვ. რატიშვილის, ალექსი მეტრეველის და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში გიგო ფრონისპირელის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, პლატონ კორიშელის, ეფემია მესხის, ნინო ჩხეიძის, ალექსანდრე იმედაშვილის, ნინო თოიძის და სხვ. მონაწილეობით „გაწყვეტილი სიმი“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 დეკემბერს ხარფუხის სცენისმოყვარეებს სერგო პეპანოვის რეჟისორობით ივანე გიგოშვილის ხუთმოქმედებიანი დრამა „შურისძიება“ უნდა წარმოედგინათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 დეკემბერს ხარფუხის მუსულმანთა აუდიტორიაში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა ვანო გიგოშვილის პიესა „შურისძიება“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერს დ. ჭონქაძის სურამის ციხის შესახებ არც ერთი ფურცელი არ აკლდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა დრო ითხოვა, რათა გაერკვია ალექსანდრე ორბელიანის რომელი ხელნაწერიდან იყო ფურცლები დაკარგული.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მოისმინეს 14 დეკემბრის კრების ოქმი და მცირე შესწორების შეტანის შემდეგ დაამტკიცეს. ოქმს ხელს აწერდნენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ პეტრე პავლეს ძე გელეიშვილს არ ახსოვდა ალექსანდრე ორბელიანის რომელ ხელნაწერს აკლდა ფურცლები.