ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ცნობით, ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში, მოსკოვის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფითა და ფლიგელით, ასევე 160 საჟენი ორსართულიანი შენობა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ჰყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სულ შეადგენდა 23 285 მანეთსა და 67 კაპიკს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში ოლგას ქუჩაზე მდებარე ორი ორსართულიანი ქვიტკირის სახლი ორი ფლიგელითა და შენობით. ასევე 321 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 აპრილის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გაუბედავი სიყვარული“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით გურამიშვილის „დავითიანის“ განხილვა, რომელიც გამოსცა გიორგი ზალიკანიანმა, პეტრე უმიკაშვილის რედაქტორობით.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოები „დაკარგული მხარე“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „დედა ენა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „საყვედური“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სიზმარი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის რომანი „დიდ ხევაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ აკაკი ჩხენკელთან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ამბობს, რომ საუკეთესო გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის ნეიტრალიზაცია და ამიერკავკასიის სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის აღიარება, რომელსაც ეთანხმება მთელი ევროპა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს ანთიმოზ ჯუღელის საყმაწვილო წიგნი „წყარო“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ გამოვიდა მესამედ დაბეჭდილი, გადასწორებული „დედა ენა“, რომელიც წიგნების მაღაზიის მეპატრონე ზაქარია გრიქუროვმა გამოსცა 18 000 ეგზემპლარად.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ სწავლა-განათლების გამგემ იაკობ გოგებაშვილის წიგნები „ბუნების კარი“ და „დედა ენა“ შესამოწმებლად გაუგზავნა პეტერბურგის სწავლულთა კომიტეტს, რომელთაც წიგნების განხილვა ალექსანდრე ცაგარელს დაავალეს. ცაგარელმა მოიწონა ი. გოგებაშვილის წიგნები და კომიტეტმა მისი თანხმობით სწავლა-განათლების გამგეს წიგნების სკოლებში გამოყენება ურჩია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი“, დასასრული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის ლექსი „ნუ ჰკარგავ იმედს“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის ლექსი „ბრძოლა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი 2 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფნის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ აკაკი ჩხენკელი გერმანიიდან კი არ ჩამოვიდა საქართველოში, როგორც შეცდომით წერდნენ ზოგიერთ გაზეთში, არამედ შვეიცარიიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი შვეიცარიიდან საქართველოში გამომგზავრებისას რომში გაჩერდა, სადაც იტალიაში მყოფი ქართული დელეგაციისგან მიიღო ცნობები დელეგატთა მუშაობის შესახებ და შემდეგ იტალიური გემით გამოემართა ბათუმისკენ, სტამბოლში 10-11 საათი გაჩერდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელის მგზავრობას იტალიის მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, მისი მოგზაურობის შესახებ რადიოთი იტყობინებოდნენ, სადგურზე ხვდებოდნენ იტალიის სამხედრო უწყების წარმომადგენლები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი საქართველოსადმი ევროპის დამოკიდებულებაზე ამბობს, რომ საქართველოს და ამიერკავკასიის რესპუბლიკათა პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხი დასავლეთ ევროპაში გარანტირებულია. ასეთ შეხედულებას ევროპაში ხელი შეუწყო არა მხოლოდ ლიბერალური და დემოკრატიული წრეების პროპაგანდამ, არამედ მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ინფორმაციამ კავკასიიდან, რომ ამ რესპუბლიკებს გააჩნდათ სახელმწიფოებრივი სიმწიფე, მაშინ როცა რუსეთში ანარქია მძვინვარებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ მისი გერმანიაში საქართველოს ელჩობა სინამდვილეს არ შეესაბამება, მას არ ჰქონდა დაკისრებული ოფიციალური ფუნქციები, მისი მიზანი იყო მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ მისმა დიპლომატიურმა მუშაობამ უშედეგოდ არ ჩაიარა – შვეიცარიაში გატარებული წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ევროპის პოლიტიკურ მოღვაწეებთან მიაღწია, რომ საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის საკითხს, განიხილავენ განცალკევებით, რუსეთისგან დამოუკიდებლად. ამას ხელი შეუწყო ამიერკავკასიის საერთაშორისო და გეოგრაფიულმა მდგომარეობამაც – ამიერკავკასიის, როგორც აზიის, ინდოეთის და სპარსეთის კარიბჭის მნიშვნელობამ. ამ აზრს იზიარებს დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, იტალია და შესაძლოა საფრანგეთიც. ევროპელების ტერმინოლოგიით, ამიერკავკასია არის საერთაშორისო ჯვარედინი გზა.