რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად, მისი სახელმძღვანელოები – „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და „Русское Слово“ – ცალკე უნდა დაბეჭდილიყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სექცია ყოველთვის ზრუნავდა იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების – „დედა ენის“, „ბუნების კარისა“ და „Русское Слово-ს“ თავის დროზე გამოცემასა და გაუმჯობესებაზე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად ომისგან გამოწვეული მძიმე ვითარებისა, სასკოლო სექციას მასწავლებლების კრება აუცილებლად უნდა მოეწვია. მისი აზრით, მაისში ეს შესაძლებელი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი 1908 წლიდან 1915 წლამდე, 8 წლის განმავლობაში თავგამოდებით იცავდა საზოგადოების ინტერესებს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს თუ დასვენება სურდა და ამ მიზეზით ტოვებდა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობას, მაშინ საზოგადოების წევრებს არ უნდა დაეძალებინათ მისთვის სამსახურში დარჩენა. მათ უნდა აერჩიათ იგი საპატიო თავმჯდომარედ და ფორმალურად მომუშავე თანაშემწის სტატუსი მიენიჭებინათ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა დამსწრე წევრებს შესთავაზა წინადადება, აერჩიათ სპეციალური დეპუტაცია და ამ დეპუტაციის საშუალებით ეთხოვათ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის არ დაეტოვებინა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ 21 ნოემბერს გაიმართა საგანგებო კრება, სადაც გადაწყდა, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის ეთხოვათ არ დაეტოვებინა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი სამაგალითოდ ხელმძღვანელობდა საზოგადოების კანცელარიას, გამგეობის კრებებს, სექციებს და მისი თანამდებობიდან წასვლა დიდი დანაკლისი იქნებოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს, დღის 12 საათზე გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება, რომელსაც დაესწრნენ: თავმჯდომარის მოადგილე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა, გამგეობის წვერები – გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და 92 ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი იყო გამგეობის წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, საპატიო წევრი იყო ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინეს, წესდების მე-10 მუხლი ჩაესწორებინათ შემდეგი შინაარსით: საზოგადოების კრება პირს ნამდვილ წევრად აირჩევდა ორი დამფუძნებლისა და ოთხი ნამდვილი წევრის წინადადების თანახმად. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის წევრები საწევროს შემცირებას პრინციპულად ყოველთვის ემხრობოდნენ, მაგრამ მხარს ვერ უჭერდნენ, რადგან ერიდებოდნენ საწევროს შემცირებით გამოწვეულ ცუდ შედეგებს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ უსაფუძვლო იყო პეტრე პავლეს ძე გელეიშვილის ბრალდება თითქოს საწევროს შემცირებას განზრახ ეწინააღმდეგებოდნენ, რათა ხალხი არ გაწევრიანებულიყო საზოგადოებაში.