ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50732

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 მაისს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგენათ აკაკი წერეთლის სამმოქმედებიან თხზულება „კინტო“. შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 190 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საკრედიტო დაწესებულებათა საბჭოს, ვაჭარ-მრეწველთა და ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის თაოსნობით თბილისში საქართველოს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკი „ცენტრობანკი“ დაარსდა. ბანკის ძირითადი თანხა 20 მილიონი მანეთი იყო. თითო აქცია 1000 მან. ღირდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილის“ საიუბილეო (30) ნომერი, რომელშიც მოთავსებული იყო შიო მღვიმელის, ეკატერინე გაბაშვილის, დავით კასრაძის, დუტუ მეგრელის, ანასტასია წერეთლის, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის, ივანე გომართელის, ალექსანდრე ფაღავას, ივანე თინიკაძის და სხვათა მოთხრობები და ლექსები.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით პავლიაშვილი კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის მეგობარი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს არჩილ სოლომონის ძე ციხისთავი თელავის სამუსიკო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ილია (ილიკო) სოლომონის ძე აბაშიძე სამუსიკო კოლეგიის მდივანი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ინჟინერი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მელიტონ ივანეს ძე რუსია საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარემ მელიტონ რუსიამ ონში შიმშილობის შეტყობის შემდეგ მომარაგებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში სათანადო შუამდგომლობა აღძრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე მელიტონ რუსიამ ონის ქალაქისთავ ბიჭაშვილისგან მიიღო შეტყობინება ქალაქში შიმშილობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკოლოზ ფირანის ძე დგებუაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ტფილისის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 190 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გრიგოლ იოსების ძე კემულარიას და დანიელ ისრაელის ძე ხახანაშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მიხაილის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 85 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ბესარიონ მიზარბეგის ძე მდივანს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე ქვითკირისა სახლი და 1575 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფსევდონიმი ვ. ო. იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ლექსი „ლოცვა“ დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგმა ახალი დრამა „ცხოველი სურათები“ დაწერა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე დრამას „ცხოველ სურათებს“ წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე სცენას „არსენადან“ - არსენა და სირაჯს წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე დივერტისმენტს წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე წარმოადგენდა სცენას ვოდევილიდან „დილა ქორწილის შემდეგ“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე ლექსებს წაიკითხავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის მოთხრობის „გმირისეული ქალის“ დასასრული დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იონა მიხეილის ძე მეუნარგია ევროპიდან სხვა საინტერესო ამბავთან ერთად მხატვარი მიხაი ზიჩისაგან „ვეფხისტყაოსნის“ სურათების შესახებ ნამდვილ ამბავსაც ჩამოიტანდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.