ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კომიტეტს, რომელსაც ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო დღესასწაულის დაგეგმვა ჰქონდა დავალებული, საზოგადოებისთვის სადღესასწაულოდ შემუშავებული პროგრამა უნდა მოეხსენებინა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ალხაზიშვილის წიგნი „ბუნება და ცხოვრება“ სამკითხველოებისთვის, სასწავლებლებისთვის, მღვდლებისთვისა და მასწავლებლებისთვის სამი აბაზის მაგივრად ცხრა შაურად უნდა გაეგზავნათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო საბჭოს მდივან სტეფანე ჭრელაშვილს მდივნობის ვადა ამოეწურა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 15 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნოე მხეიძეს ქუთაისში სტომატოლოგიური კაბინეტი ჰქონდა, რომელშიც ავადმყოფებს ყოველ დღე იღებდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იმერეთის სინოდალური კანტორის მდივნად ილია კიკნაველიძის მაგივრად სოფრომ მგალობლიშვილი დანიშნეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრება გაიმართა, რომლის თავმჯდომარედაც დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, რომელიც იქამდე თერგის ყაზახთა ჯარში ირიცხებოდა, კავკასიის ყაზახთა დივიზიის პირველი ბრიგადის უფროსად დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ოქტომბერს „იურიდილი საზოგადოების“ წევრთა კრებას კავკასიის მთავარმართებელი გრიგორი გოლიცინი დაესწრო.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წლის 25 ოქტომბერს ვასილ ველიჩკო, გ. ი. გძელიშვილი და გიორგი გვაზავა „იურიდილი საზოგადოების“ წევრებად აირჩიეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ზ. ჭიჭინაძემ ილია ნადირაძის ახალი მოთხრობა „ზაქარია კეთილაძე“ გამოსცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი, რომელიც სამოსწავლო ოლქის დასათვალიერებლად იყო წასული,  თბილისში დაბრუნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის გულშემატკივრები სათავადაზნაურო თეატრში უნდა შეკრებილიყვნენ, რათა აერჩიათ გამგე კომიტეტი, რომელიც პოეტის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენის 40 წლის იუბილეს დაგეგმვას გაუძღვებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ოქტომბერს ქართულ თეატრში დაიდგა სამმოქმედებიანი პიესა „ცოდვის შვილი“, რომელშიც მონაწილეობდა ეფემია მესხი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ოქტომბერს ქართულ თეატრში მაკო საფაროვა-აბაშიძის მიერ გადმოკეთებული ერთმოქმედებიანი პიესა „ბარაქალა მასწავლობელო“ დაიდგა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილმა კრებას მოახსენა სასიხარულო ამბავი, რომ მიხეილ რომანოვმა ამხანაგობის წევრობა ისურვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ოზურგეთში მთამადნის ინჟინერი გიორგი დეკანოზიშვილი ჩასულა, რომელიც გურიაში ნავთისა და ლითონის მადნებიანი ადგილების გამოკვლევას აპირებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თავად-აზნაურთა წინამძღოლი სავლე წერეთელი ქუთაისის გუბერნიის წინამძღოლად სამი წლით დაუმტკიცებიათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თავად-აზნაურთა წინამძღოლი კონსტანტინე მუხრანბატონი თბილისის გუბერნიის წინამძღოლად სამი წლით დაუმტკიცებიათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 ოქტომბერს ივანე მაჩაბელს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთა ვოინომ, რომელსაც პარიისკი, მაისურიანცი და ალექსანდრე მაღალაშვილი ეხმარებოდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ოქტომბერს ქართულ თეატრში დადგეს პიესა „ბარაქალა მასწავლებელო“, რომელშიც მონაწილეობდნენ ეფემია მესხი, ვასო აბაშიძე და კოტე მესხი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი ქართული ხოროს შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ქართული ხოროს ლოტბარად და ხელმძღვანელად იოსებ ივანეს ძე რატილი მოიწვიეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი ქართული ხოროს შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ თბილისში დაარსდა 24 კაცისაგან შემდგარი ქართული ხორო. ეს წევრები 56 მსურველთაგან შეარჩიეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებულ ოთხმოქმედებიან კომედიაში „ეხლანდელ სიყვარულში“ ერთგული, ჭკუამოკლე პერონაჟის გეგეს როლი კ. მ. მაქსიმიძემ მარდად, გამბედავად და ჩვეული განცდებით ითამაშა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „ჩვენის საერთო პოეზიის შესახებ“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის ფელეტონი „უღმერთო“ გამოქვეყნდა.