ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში – ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში – ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ აქციებზე ხელმოწერა და თანხების შეტანა მთელი საქართველოს მასშტაბით დანიშნული იყო სიღნაღში, საურთიერთო ნდობის ბანკში, კოტე იასეს ძე ტყავაძესთან.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს იასონ გაბილაია ქუთაისის სამომხმარებლო საზოგადოება „პროგრესის“ წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 თებერვალს ცენტრობანკში (თბილისი, პუშკინის ქ. N3) დანიშნული იყო ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკის“ აქციონერთა პირველი საზოგადო კრება, რომლის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სახლის დაწვამ, რომელიც კონსტანტინე თავართქილაძეს ეკავა, მითქმა-მოთქმა გამოიწვია, უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ცეცხლი განგებ წაუკიდეს, რათა კონსტანტინე თავართქილაძე და სავაჭრო ამხანაგობა „ს“ დაეზარალებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მარტს კონსტანტინე მუხრანბატონის სახლში მაღაზია „შუამავალი“ გაიხსნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძე, რომელმაც აღნიშნა მეცხვარეობა-მესაქონლეობის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და განაცხადა, რომ დარგი მთავრობისთვის ზრუნვის და ყურადღების საგანი გახდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მოხსენებები ადგილიდან წაიკითხეს: შაქრო ბეგიაშვილმა, ვასო ალუღიშვილმა (ქიზიყი), გიგაურმა და ლ. ლიქოკელმა (ხევსურეთი), ალექსანდრე კუჩენბახმა, კ. სვიმონიშვილმა, გერმანელმა შალინმა (ბორჩალო), პავლე ბეწუკლაშვილმა (ფშავი), ბუჩხიოვმა (ნეიტრალური ზონა). მომხსენებლები აღნიშნავდნენ, რომ მეცხვარეობა-მესაქონლეობა უმწეო მდგომარეობაში იყო და მთავრობისგან ყურადღება არ ექცეოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობამ მოიწონა ინჟინერ მასლოვსკისა და ალექსანდრე ჯაბადარის მოხსენებები და გადაწყდა, სასწრაფოდ გადადგმულიყო ნაბიჯები მათ განსახორციელებლად.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი ქ. თბილისის ხმოსანი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „შესანიშნავი ხელნაწერი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დ. პავლიაშვილის წერილი „ნეტარ სულთა ძახილი“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 2 ნოემბერს ავლაბარში იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილს ბოღჩა მოჰპარეს. გამოძიების დაწყების შემდეგ ქურდმა ბოღჩა პოლიციის ეზოში დატოვა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძე თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვასილ თუმანიშვილის, აპ. წულაძისა და პ. საყვარელიძის წინადადებით საზოგადოებას დაევალა ეზრუნა ომით დაზარელებულ აჭარაში სკოლის გახსნაზე და ერთჯერადი დახმარება აღმოეჩინა, რადგან მცირე თანხასაც კი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჟენევის ქართული სათვისტომო ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიშვილის ქართულ სცენაზე 30-წლიანი მოღვაწეობის აღნიშვნას აპირებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს თედო ტიმოთეს ძე სახოკიამ ინგლისურად გამოცემული საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორიის თარგმნა დაიწყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე იოსების ძე მესხიშვილს ლორის-მელიქოვის ქუჩაზე ლითოგრაფიის საწარმო ჰქონდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგმა პოლიევქტო კვიცარიძემ ორნაწილიანი ქართული გრამატიკა შეადგინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგ პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკის პირველი ნაწილი – „ეთიმოლოგია“ ზაქარია ჭიჭინაძემ დაბეჭდა. წიგნის ფასი 40 კაპიკი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიევქტო კვიცარიძე ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჯანსუღ დადეშქელიანმა ივანე შარაშიძის სახელზე დაარსებულ ფონდს 25 მანეთი შესწირა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ნიკოლოზის ძე ავალიანმა ქალაქის გამგეობის წევრთა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ბ. კარგარეთელმა საჩუქრად გადასცა ხელნაწერი „დავრიშიანი“.