ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ანა გაბაშვილმა საჩუქრად გადასცა ბესიკ გაბაშვილისა და პეტრე გიორგის ძე ლარაძის ხელნაწერები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგმნი ფრანსუა კოპეს მოთხრობა „საგანგებო სადილი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სამეურნეო ბანკის შენობაში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომა, რომელსაც ალექსანდრე მაჩაბლიშვილი თავმჯდომარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს, მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ანდრონიკაშვილსა და საბჭოს წევრ გ. წინამძღვრიშვილს ღვინოზე საწინდრის გაუქმებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხთა შესახებ ხანგრძლივი მოლაპარაკება ჰქონდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებული იასონ ლორთქიფანიძე საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებულმა იასონ ლორთქიფანიძემ საზღვარგარეთ შეიძინა 10 მილიონამდე ფუთი აბრეშუმის თესლი და ფქვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოზურგეთის მაზრის წინამძღოლ ივსიხი ნაკაშიძის განცხადებით 17 აპრილს ოზურგეთში გაიმართებოდა თავად-აზნაურთა სამაზრო კრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსმა მოადგილემ, ალექსანდრე ლომთათიძემ ინგლისის თემთა პალატის თავმჯდომარე ჯეიმს ვილიამ ლოუზერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო მადლობის დეპეშა გაუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილი „ქართველი სტუდენტის დღე“, რომელიც ეძღვნებოდა უნივერსიტეტის იუბილეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იასონ ჯავახიშვილის წერილი „26 იანვარი“, რომელიც ეძღვნებოდა უნივერსიტეტის დღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა ყოველთვიური ჟურნალი „შვილდოსანი“ N1, რომლის რედაქტორი იყო სანდრო ცირეკიძე. ჟურნალის ფასი 30 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ივანე მაჭავარიანის წერილი „დრამატული საზოგადოების კრების საყურადღებოდ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად პროფესორი დიმიტრი უზნაძე ქუთაისში მიემგზავრებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, 19 საათზე, საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში, ფრეილინის ქ. N11, გაიმართებოდა საზოგადო კრება, რომელზეც ინჟინერი ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე წაიკითხავდა მოხსენებას „საჭირო ტექნიკური საქმიანობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან კავშირში“.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დირიჟორ სამუელ სტოლერმანის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეს იძიებდა რაიონის ორი გამომძიებელი: ა. პოპლოვსკი და მისი ხელმძღვანელი, პროკურორის მოადგილე ალექსანდრე პოლტარაცკი. საქმე მალე გადაეცემოდა სასამართლოს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 იანვარს თბილისის ხაზინის უფროსი მოლარე ვლადიმერ ალექსანდრეს ძე კორინთელი იმავე ხაზინის ხაზინადრად დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერა ფინანსთა სამინისტროს კომისარმა ქრისტეფორე კარჩიკიანმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს, დილის 7 საათზე სამინისტროთა ახალ შენობაში (ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობა) გაჩნდა ხანძარი, სადაც მალე მოვიდნენ გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დუტუ მეგრელმა თავისი ნაწარმოები „მწირი სარდალი“ წარუდგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკო ჯანაშიამ თავისი ნაშრომი „აბხაზსკი კულტ ი ბიწიე“ (სამეცნიერო აკადემიის გამოცემა) წარუდგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი არაყიშვილმა თავისი ნაშრომი „გრუზინსკოე ნაროდნოე მუზიკალნოე ტვორჩესტვა“ წარუდგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ ბარნოვმა თავისი მოთხრობები – „ფეხი იბრუნა“ და ამქრის მშვენება“ წარუდგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სარგის კაკაბაძემ თავისი მონოგრაფია „საქართველო ერეკლე მეორის დროს“ წარუდგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკის პირველი ნაწილი „ქართული სწორმეტყველება, სასინჯი სახელმძღვანელო“, რომელიც ავტორის დაუკითხავად გამომცემელ ზაქარია ჭიჭინაძეს გადაუკეთებია და ზოგი რამ გამოუტოვებია კიდეც, რაც არასწორი ქმედება იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.