ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს სამოქალაქო პანაშვიდზე კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა სამგლოვიარო საგალობლები შეასრულა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს ქართველ ქალთა სახელოსნო სკოლაში მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო საღამო გამართეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლისა და პატარა ფატი გოკიელის სურათი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს, აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს, სამოქალაქო პანაშვიდზე გუნდმა კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით სამგლოვიარო საგალობლები შეასრულა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობას აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო უნდა გაემართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად სახალხო სახლში „პატარა კახი“, „თორნიკე ერისთავი“ და „თამარ ცბიერი“ წარმოადგინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე ახალკაციშვილის მოთხრობა „უმეცრების მსხვერპლი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის თხზულება „უბრალო საუბარი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ბავშვების მესაიდუმლე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ცირეკიძის თხზულება „ცეცხლი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართველ ქალთა სახელოსნო სკოლაში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „აკაკის სამოქალაქო პანაშვიდი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვლადიმერ ნაცვლიშვილის (ლადო ბზვანელის) წერილი „ძვირფასი წიგნი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჩხიკვაძის წერილის „კომპოზიტორი პ. ი. ჩაიკოვსკი“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სამაგალითო სკოლა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია სიხარულიძის ლექსი „გაუფურჩქნელი ვარდი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო სიხარულიძის წერილი „აკაკის პატარა კახი ხაშურის სცენაზე“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 მარტს დომინიკა ერისთავი-მდივნის თავმჯდომარეობით ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების კრება გაიმართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ეცნობებინათ წიგნის მაღაზიაში ჰქონდათ თუ არა აკაკის ბროშურები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა დაებეჭდათ. თუ მოეპოვებოდათ ეცნობებინათ რამდენ პროცენტად მისცემდნენ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მიიღეს ორი ცალი წესდება და ათი მანეთის მიღების ბარათი. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წელიწად-ნახევრის წინ ტუაფსეში უფასო წიგნსაცავ-სამკითხველო გაიხსნა. თუმცა სამკითხველოს გახსნის შესახებ ცალკე წერილობითი ნებართვა არ ჰქონდათ და საზოგადოებას სთხოვდნენ დაწვრილებით ცნობებს, რათა მთავრობასთან პრობლემები არ შექმნოდათ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მარტს სვიმონ კვიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური გადასახადის 20 პროცენტიდან 1 000 მანეთი საზოგადოების სკოლის მშენებლობას მოახმარა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მარტს სვიმონ კვიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ბაქოს განყოფილებას საზოგადოების სკოლის მშენებლობას 7 000 მანეთზე მეტი სჭირდებოდა. განყოფილებას კი საჭირო თანხა არ ჰქონდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ წლიური გადასახადის სახით 2 500 მანეთის ნაცვლად 1 500 გაიღო. ფაქტი ხელმოწერით სვიმონ კვიტაშვილმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სვიმონ ფაშალიშვილის ლექსი „შუაღამისას“.