ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50072

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს სოლომონ კიპრიზოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 44 ქართული და რამდენიმე ძველი სპილენძის მონეტა შესწირა, ალექსანდრე მოლოდინოვმა – 134 ძველი სპილენძის მონეტა, ად. თულაშვილმა – ქართული ორაბაზიანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა თბილისის საეპარქიო საბჭოდან წერილი მიიღეს. წერილი დიდი გომარეთის სკოლის სამრევლო სკოლად გადაკეთებას ეხებოდა. ფაქტი ხელმოწერით ალექსანდრე ჭყონიამ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის საეპარქიო საბჭოს წერილი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის 10359.18 მანეთი ჰქონდა განსაზღვრული, სათადარიგოდ — 8855.95 მანეთი, წიგნებისთვის კი — 1555.18 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სულ 14389.3 მანეთი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ალექსანდრე ჭყონიამ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველიდან 6 თებერვლამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი 100.58 მანეთი იყო, ხარჯი არ ჰქონიათ. ფაქტი ხელმოწერით ალექსანდრე ჭყონიამ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. პირველ თებერვალს საზოგადოებას ნაღდი ფულით — 2857.92 მანეთი, ქაღალდებით კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს დავით თაბუნიძე თონეთის სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

თონეთის სკოლის პედაგოგმა დავით თაბუნიძემ 1888 წლის 30 აპრილს გაზეთ „ივერიის“ რედაქციას თხოვნით მიმართა გამოეცხადებინათ, რომ „ივერიის“ N74-ში თონეთის შესახებ დაბეჭდილი წერილის ავტორი ის არ იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის მაღაზიას გომარეთის სკოლისთვის გაგზავნილი რვეულების საფასური 5.40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს, სოფელ ამაშუკეთის სამკითხველოსთვის ყოველწლიურად გაეგზავნათ საზოგადოების სტამბაში დაბეჭდილი წიგნების თითო ეგზემპლარი. გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ გოგებაშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელი მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფ მელიქ-აკოფიანის ობლებს სწავლა სომხების სასულიერო სემინარიამ და ალექსანდრე მანთაშევმა დაუფინანსეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სპირიდონ ჯორჯიკია ქუთაისიდან იწერება, რომ ელისაბედ წერეთლის დახმარებით ღარიბი მოსწავლეებისთვის შეიძინეს ტანისამოსი, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკისთვის – 300 მანეთის სახელმძღვანელოები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო მარის მოსაზრება ქართული ენის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 აპრილს ქუთაისში ცუდი ამინდების გამო ბ. ფურერმა ბოლო წარმოდგენა გამართა და თბილისში დაბრუნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 თებერვალს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლაზარევს წიგნების ანგარიშში 3.95 მანეთი გადაუხადა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი ნაფიცი ვექილის, იასე ბარათაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ თებერვალს ბათუმში ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებამ სასურველად ცნო ცენტრო-ბანკის დაარსება. მის წარმომადგენელ დავით კალანდაძეს დაევალა, დამფუძნებლებისთვის გადაეცა, რომ ათი აქციის შემძენს ერთი ხმის უფლება ექნებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გორდეზიანის წერილი „საქართველოს რესპუბლიკის ნაფიც ვექილთა დამფუძნებელი ყრილობის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სტატია „ჩიჩერინის ნოტის გამო“, რომელშიც საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გიორგი ჩიჩერინის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორისთვის გაგზავნილ წერილზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძე და ვრცელი მოხსენება წარუდგინა ბათუმის ოლქის მდგომარეობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართულ კლუბში გაიმართებოდა საოჯახო საღამო, სადაც წარმოადგენდნენ ნიკოლოზ შიუკაშვილის სამმოქმედებიან პიესას „სულელი“, მთავარ როლებში ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი, მონაწილეობდნენ: ანეტა ქიქოძე, ელენე ციმაკურიძე, ვასო აბაშიძე, აკაკი ვასაძე, მიხეილ სარაული, დ. ძნელაძე, შალვა ღამბაშიძე, უშანგი ჩხეიძე, მიხეილ ქორელი. პიესა ძველი რეჟიმის დროს აკრძალული იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სვიმონ ილიას ძე მაჩაბელი იყო ალექსანდრე მაჩაბლის მამა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო პეტრეს ასული ეპიტაშვილი იყო მღვდელ ალექსი ეპიტაშვილის და.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დათა დიასამიძე გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძის ძმა იყო.