ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46856

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ქუთაისის გაბრიელის და სახალხო თეატრის კომისიის სამკითხველოების შეერთება შეუძლებლად მიიჩნიეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სამსონ და მელიტონ ბესარიონის ძე თოფურიებს ქუთაისში, სომხების ქუჩაზე, ორსართულიანი ფლიგელი ჰქონდათ მიშენებით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სამსონ და მელიტონ ბესარიონის ძე თოფურიების ქუთაისში მდებარე ორსართულიან ფლიგელს მიშენებით, ბაღითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვს თბილისში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სამსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სამსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის ქვრივს წლიურად 5 000 მანეთი პენსია დაუნიშნეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძეს თბილისში, ელისაბედის ქუჩაზე, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სამი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 3 თებერვლიდან ნიკოლოზ არღუთინსკი თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივნად დანიშნეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს სამი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ანასტასია თუმანიშვილის მიერ ფრანგულიდან გადმოკეთებული 3-მოქმედებიანი კომედია „ჯერ თავო და თავო“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსეთის საარქეოლოგო საზოგადოების წერილების მესამე ტომში დაბეჭდილი იყო ნიკო მარის წერილი „სიბრძნე ბალავარისას“ შესახებ.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. და გრ. ჩარკვიანები და გრიგოლია ლეონტი ჩაჩანიძის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს. მათ დანაშაული აღიარეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ლ. თურქაძემ 30 კაპიკი შესწირა, ცანავამ – 20 კაპ., დოლიაშვილმა – 5 კაპ., კ. ა. ჯაჭვაძემ მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ს. კოხტაშვილმა, ნიკო სირაძემ, გ. შ. თურქაძემ თითო მანეთი შესწირეს, გ. ფიცხელაურმა – 20 კაპიკი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „Кутаисские губернские ведомости“-ის ცნობით, 1888 წლის 2 ივნისს ქუთაისში იონა მეუნარგიამ წაიკითხა ლექცია გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იროდიონ ჩეკურიშვილი სოფ. ურიათუბანში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის ქვრივს მეუღლის დასასაფლავებლად 5 000 მანეთი გადასცეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. ყიფიანი ქუთაისში ღვინოს ყიდდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პარიზში მყოფი საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე ატყობინებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ზოგიერთი სტუდენტი, რომლებიც საკუთარი ხარჯით გაემგზავრნენ საზღვარგარეთ, დიდ გაჭირვებას განიცდიდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 13.60 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 22-ე სხდომას დაესწრნენ: ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილმა საკუთარი ხარჯითა და შრომით სახლში გახსნა პირველი დაწყებითი სამეურნეო სკოლა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაწყობში ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი „ოტელო“ იყიდებოდა. წიგნის ფასი 50 კაპიკი იყო.