ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46856

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მოსწავლეთა სწავლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ: კირილე იანოვსკი, ევ. პრესნიაკოვი, ნიკოლაი დარსკი და მონასტირცევი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივნისში კალისტრატე ცხაკაია სოფელ ხორგას სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ივნისში კალისტრატე ცხაკაიამ სოფელ ხორგაში სკოლის გვერდით საყაჭე სახლი ააშენა და მოსწავლეებს აბრეშუმის გამოყვანას ასწავლიდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კალისტრატე ნესტორის ძე ცხაკაიამ სოფელ ხორგაში მდებარე ერთკლასიანი სასწავლებელი ორკლასიანად გადააკეთა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ ერისთავის „თედუა“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 25-ე სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. მთვარელიშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის თებერვალში ანა მუსხელიშვილმა ახალციხის ქალთა სკოლის სასარგებლოდ ორი წარმოდგენა გამართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი, ივანე, დავით, კონსტანტინე და ალექსანდრე ციციშვილებმა გორის საქალებო პროგიმნაზიის დასახმარებლად გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტმა ელენე ლორთქიფანიძის თაოსნობით მასკარადი გამართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 16 თებერვალს ალექსანდრე სტოიანოვის თაოსნობით ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა დასახმარებლად გამართული წარმოდგენის შემოსავალი 450 მანეთი იყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს პეტერბურგში ქართულად იბეჭდებოდა „სიბრძნე ბალავარისა“ ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარლის შენიშვნებით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სილიბისტრო გაბრიელის ძე სურგულაძისა და ნესტორ სამსონის ძე ანჯაფარიძის ბათუმში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სილიბისტრო გაბრიელის ძე სურგულაძესა და ნესტორ სამსონის ძე ანჯაფარიძეს ბათუმში ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ფილიმონ ქორიძის მიერ გამართულ ღონისძიებას მხოლოდ 5 ადამიანი დაესწრო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ ქუთაისში გამართულ თეატრალურ ღონისძიებებს მაყურებელი არ სწყალობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს სთხოვა, თავისი სახელმძღვანელოები – „ბუნების კარი“ და „დედა-ენა“ თავად დაებეჭდა და შემდეგ საზოგადოებისთვის გადაეცა გასაყიდად.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობამ ალექსანდრე სიმონის ძე ნიჟარაძეს დაავალა, რომ კვლავ გაეგრძელებინა ქუთაისის გუბერნიის მარშლის მოვალეობის შესრულება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ პეტრიაშვილი ბუნებრივი სიმდიდრის დასათვალიერებლად მის სტუდენტებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის პროფესორი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ივნისს თბილისში მოსკოვიდან პროფესორი ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი ჩამოვიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ექვთიმე ხელაძეს 51 მანეთი გადაუხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბიბლიოთეკის გამგე კომისიის წევრებს გომარეთის ეკლესიიდან ჩამოტანილი ქვების დაცვაზე აზრის გამოთქმა სთხოვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრმა ალექსანდრე ასათიანმა კრებაზე წარმოთქვა სიტყვა, სადაც შეეხო მომარაგების სამმართველოს მოქმედებას და მისი მოხელის, შრედერის საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო მოქმედებებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა წერილი „ალექსანდრე ასათიანისა და შრედერის საქმე“.