ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46700

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის პირველ განყოფილებაში 40 თავისუფალი ადგილი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ალექსანდრე დიუმას პიესას „კინს“, რომელშიც მთავარ როლს ვალერიან ლევანის ძე გუნია შეასრულებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ოქტომბერს ქართულ თეატრში პიესა „ხათაბალის“ ნაცვლად „ცოლი-მეუღლე“ წარმოადგინეს. სვიმონის როლი დავით მერაბის ძე გამყრელიძემ შეასრულა. მან როლი კარგად არ იცოდა, რადგან გვიან გაიგო რომ ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ნაცვლად უნდა ეთამაშა და ამიტომ შეცდომები ეპატიებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე თეიმურაზ პირველის ლექსების კრებულს ბეჭდავდა და მალე გამოიცემოდა. სასურველი იყო ავტორს წიგნისთვის მეფის ცხოვრების აღწერა და ლექსების კრიტიკული განხილვა დაერთო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ორბელიანის ლექსები გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის სტამბაში დაიბეჭდა და მალე გასაყიდად გამოვიდოდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი თბილისში სტამბას ფლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის საქალებო პროგიმნაზიამ მადლობა გადაუხადა ს. ნ. და დ. ა. ციციშვილებს 30 მანეთის შეწირვისათვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო ერობის სათათბიროს წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი იყო ბელეტრისტი.

1918

ტიპი: სახელი

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არსენ ანტონის ძე მამულაიშვილის ფსევდონიმი იყო ლალიონი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 18 სექტებერის ღამეს გარდაიცვალა ქართველი ბელეტრისტი არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი (ლალიონი).

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ლიტვის სახელმწიფოს სრულუფლებიან წარმომადგენლად კავკასიის ქვეყნებში დაინიშნა ფ. ი. დაილიდი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვი იყო აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა 1000 რუბლი გაიღო უპოვართათვის დასარიგებელი ცხვრის ხორცის საყიდლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 სექტემბერს ყურბან-ბაირამის დღესასწაილზე აზერბაიჯანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მამედ იუსუფის ძე ჯაფაროვმა თბილისის მეჩეთს შესწირა 500 რუბლი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი სამეგრელოდან თბილისში დაბრუნებულა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის საქალებო პროგიმნაზიამ ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავს 25 მანეთის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაათვალიერა და ათი თუმანი შესწირა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ასათიანი ჯავახეთში მღვდლად მსახურობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელმა გიორგი ასათიანმა ჯავახეთის საერო სკოლებს ქართული წიგნები აჩუქა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გიორგი ასათიანი წინამძღვრიანთკარის სკოლაში საღვთო წერილს ასწავლიდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გიორგი ასათიანი წინამძღვრიანთკარის მღვდელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძის ტექსტი „შელოცვები სვანეთში“ გამოქვეყნდა.