ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46700

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობას ბაქოში მიუვლენია საგანგებო დელეგაცია, რომელსაც უნდა ეშუამდგომლა აზერბაიჯანის მთავრობასთან საქართველოს რესპუბლიკისათვის ნავთობისა და მაზუთის გადაცემისა და ბაქოში დარჩენილი ქართველებისათვის დახმარების გაწევის შესახებ. დელეგაციას წევრები იყვნენ: მოსე როსტომის ძე კეჭაყმაძე, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია, აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია, სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ კორრადოს როლს შეასრულებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბლის ინგლისურიდან ქართულად ნათარგმნი უილიამ შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტი, პრინცი დანიიდან“ იბეჭდებოდა და მალე გამოვიდოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა ქართულად თარგმნა გოლდენის სამმოქმედებიანი კომედია „როგორც ჰქუხს – ისე არა სწვიმს“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში ერთმოქმედებიან ვოდევილს „ცელქებს“ წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 სექტემბერს არწრუნისეულ თეატრში კარლო გოლდონის სამმოქმედებიან კომედიას „როგორც ჰქუხს – ისე არა სწვიმს“ წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე და სხვ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „საზაფხულოდ სოფელში“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი და კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ სათამაშოდ მოიწვიეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანს როლები შესრულებული ჰქონდა შემდეგ პიესებში: „ხათაბალა“, „ბიძიასთან გამოხმაურება“, „პარიჟელი ბიჭი“, „ჟან-ბოდრი“, „გაყრა“, „ბაიყუში“ და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს არწუნისეულ თეატრში ჯიაკომეტის ხუთმოქმედებიან დრამას „დამნაშავის ოჯახს“ წარმოადგენდნენ: კონსტანტინე დიმიტის ძე ყიფიანი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი როსტომის ძე წერეთლის ფელეტონი „ტუსაღის იმერლის ნაამბობი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში მოსე ივანეს ძე ნათაძემ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა ბათუმის საზოგადოებას, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა ქალაქის სკოლას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ მოსე ივანეს ძე ნათაძემ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგს, რომლის ხელმძღვანელობით ბათუმში ჭიდაობა გაიმართა და შემოსული თანხა, 63 მანეთი ქალაქის სკოლას შესწირეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე ივანეს ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „რამდენიმე სიტყვა ქართული საერო საკითხავი წიგნების თაობაზე“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ანდრიას ძე ხერხეულიძის და ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალოვისა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა იოანე დამასკელის „მიუწვდომლობისათვის ღვთისა“.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის დოვლათოვმა მანეთი შესწირა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 574 გვერდიანი „წმ. საბას ცხოვრება“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 208 გვერდიანი მხედრულად ნაწერი „რიტორიკა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 36 გვერდიანი მხედრულად ნაწერი „ქართული ღრამატიკა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა გაიოზის „ქართული ღრამატიკა“. იგი 1789 წელს ქალაქ კრემენჩუგში დაიწერა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 152 გვერდიანი მხედრულად ნაწერი „წიგნი საზღვართა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 226 გვერდიანი მხედრულად ნაწერი „დიალექტიკა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 270 გვერდიანი „იოანეს გამოცხადების თარგმანება“.