ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46678

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ დავითის ძე გურიელი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მისიონერთა განყოფილების წევრი გახდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილმა გამოაქვეყნა გიორგი ბრწყინვალის ისტორია.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ლ. აბაშიძემ ოზურგეთში გახსნა სამკითხველო კაბინეტით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისს თბილისის სასულიერო სემინარიაში წმ. ვლადიმირის მოსახსენიებელ ღონისძიებას დაესწრნენ: ეგზარხოსი პალადი და ბესარიონ ეპისკოპოსი.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის ანგარიშის თანახმად, 1914 წელს იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი სასწავლო წიგნების საწყობის გამგედ აირჩიეს (გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი; ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში სექტემბრიდან პირველ განყოფილებაში უგამოცდოდ შვიდი წლის გოგო-ბიჭებს მიიღებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში მომავალი წლის სექტემბერში კიდევ ერთი განყოფილება გაიხსნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში სექტემბრის თვიდან იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საერთოდ არაფერი იცოდნენ, სწავლების კურსი სამწლიანი გახდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, გასული წლის გამოცდილებამ უჩვენა, რომ შეუძლებელი იყო გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროსი განყოფილებისთვის და საქალებო გიმნაზიის პირველი კლასისთვის 2 წლის განმავლობაში კარგად მომზადებულიყვნენ ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც საერთოდ არაფერი იცოდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე ქუთაისის კერძო მოსამზადებელი სასწავლებლის მმართველი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა დოდოს მონასტრის „გულანი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სეით გაბრიელის ძე გამრეკელი წერდა, რომ მოსკოვში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას შესწირეს წიგნები: „მამულის საერთო მფლობელობაზედ“, „გლახის ნაამბობი“, „სალამური“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები და „ბანჯგვლიანის ფუტკრის ამბავი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სეით გაბრიელის ძე გამრეკელმა მოსკოვში მყოფ ქართველ სტუდენტებს მადლობა გადაუხადა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკისთვის შემოწირულობის გაღებისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლ. დიდებულიძემ სოფ. ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას თავისი ნათარგმნი სტატიები შესწირა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილმა სოფ. ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას კრებული „ქართული ანდაზები“ შესწირა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ბალაევმა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას კრებული „ანდაზები“ შესწირა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე „ავაზაკნის“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი „ქართული ანდაზების“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ფურცელაძემ სოფ. ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას წიგნი „ავაზაკნი“ აჩუქა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სეით გაბრიელის ძე გამრეკელი სოფ. ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილს ავლაბრის ეკლესიის სამრევლო სკოლის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისის ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა განაცხადა, რომ ავლაბრის ეკლესიის სამრევლო სკოლას არ ჰქონდა საშუალება ხარჯებს გასწვდომოდა და ამიტომ, მას მრევლი უნდა დახმარებოდა. ეს მათი მოვალეობა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისს ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა ქალის ზნეობის შესახებ ისაუბრა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისს ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა წმინდანის შესახებ იქაგადა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ სოლომონ შოშიაშვილი მოხსენიებულია, როგორც შოშიევი.