რეგისტრირებული ფაქტები46671
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ და ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეები დები იყვნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანანია ივანეს ძე მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ სტუმრად იმყოფებოდა თავის სიძესთან პავლე ჩუდეცკისთან თბილისის სასულიერო სემინარიაში. მან დაინახა თუ როგორ გამორბოდა ჩუდეცკი კაბინეტიდან, მას მისდევდნენ თავისი ქალიშვილები მარიამ და ეკატერინე მანჟელეები და ხანჯლით შეიარაღებული იოსებ ლაღიაშვილი. თავად ანანია მანჟელეი ხანჯლის დანახვაზე ადგილზევე გაშეშდა და შეშინდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეი წმ. ნინოს სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ანანიას ასული მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ თავის დასთან ეკატერინე მანჟელეისთან ერთად ცდილობდა იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილისაგან დაეცვათ პავლე ჩუდეცკი და დაჭრილი სასტუმრო ოთახში შეიყვანეს, თუმცა ლაღიაშვილი ძალით შეიჭრა მათთან, ჩუდეცკიმ ადგილიდან გარიდება სცადა, გავიდა აივანზე, სადაც დაედევნა ლაღიაშვილი და კვლავ თავს დაესხა. მარიამ მანჟელეის სურდა ხანჯლის წართმევა ლაღიაშვილისთვის, თუმცა ხელები დაეჭრა, სწორედ ამ დროს დასახმარელად მასწავლებლები ვიქტორ ლატოცკი და გიორგი ჩეტირკინი მივიდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ანანიას ასული მანჟელეი ჩვენებაში წერდა, რომ თავისი მეუღლის პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს იმყოფებოდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილი მივიდა და ელოდებოდა რექტორს. მანჟელეიმ ჩუდეცკის გადასცა, რომ მოსწავლე ელოდებოდა და იგი კაბინეტიდან გავიდა. რამდენიმე წამის შემდეგ მარიამ მანჟელეის და მის დას ეკატერინე მანჟელეის ჩუდეცკის განწირული ხმა შემოესმათ, გავიდნენ დეკანოზთან და ნახეს თუ როგორ მისდევდა ლაღიაშვილი ჩუდეცკის ხანჯლით.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეი პავლე ივანეს ძე ჩუდეცკის ცოლის და იყო.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანანია მანჟელეის შვილები მარიამ და ეკატერინე მანჟელეები იყვნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ნოემბერს სამოქალაქო არჩევნებზე დიმიტრი იაგორის ძე თუმანიშვილი მეორე რიგის ხმოსნად აირჩიეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიაში ვიქტორ ლატოცკიმ, გიორგი ჩეტირკინმა და ნიკოლოზ მახათაძემ პავლე ივანეს ძე ჩუდეცკის მოსაკლავად მისულ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს ხანჯალი წაართვეს და ინსპექტორის ოთახში გაიყვანეს, სადაც მას პოლიციელი სოკოლოვსკი დარაჯობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიაში გაკვეთილის მიმდინარეობისას ვიქტორ ლატოცკიმ და გიორგი ჩეტირკინმა შენიშნეს დაჭრილი პავლე ივანეს ძე ჩუდეცკი, რომელსაც მარიამ და ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეები იცავდნენ იოსებ ლაღიაშვილის თავდასხმისაგან.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ჩეტირკინი თბილისის სასულიერო სემინარიის მე-2 და მე-3 კლასის მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ლატოცკი თბილისის სასულიერო სემინარიის მე-2 და მე-3 კლასის მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ ორმოქმედებიან კომედიას „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა (ნინო) ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ფრანგულიდან გადმოკეთებულ სამმოქმედებიან დრამა-კომედიას „შეშლილს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოტე სიმონის ძე მესხის თამაში სპექტაკლებში „ჟან-ბოდრსა“ და „შეშლილში“ განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მაყურებელს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სათეატრო კომიტეტი ზამთრის სეზონზე წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან კოტე (იაკობ) სიმონის ძე მესხის მოწვევას გეგმავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უმაღლესმა მთავრობამ თონეთის მაზრის უფროსს, ლევან ჯანდიერს ფასანაურის ფოსტიდან გაქცეული პატიმრების სწრაფად შეპყრობისთვის მადლობა გადაუხადა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბერს ქართულ თეატრში დრამატული დასი წარმოადგენდა რურულიდან თარგმნილ ერთმოქმედებიან კომედიას „გულმა იგრძნო“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მ. მაქსიმიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ნოემბერს ქართულ თეატრში დრამატული დასი წარმოადგენდა სამმოქმედებიან კომედიას „რაც გინახავს – ვეღარ ნახავ“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მ. მაქსიმიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი (ტყვიაველი), კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი და სხვ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იაგორის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის სათავაზნაურო სკოლის ინსპექციამ ჭიანურის მასწავლებლად ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი მიიწვია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ლანჩხუთში მცხოვრებ ქალებს განათლებაზე ხელი აღარ მიუწვდებოდათ, რადგან მათი ყოფილი მასწავლებელი არსენ სიმონის ძე წითლიძე ვეღარ ახერხებდა ამ საქმიანობის გაგრძელებას.