ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46638

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 აგვისტოს პავლე რაევი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია ენის განვითარებისა და მნიშვნელობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია „პეტრე უმიკაშვილი და მოძრავი სკოლები“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით დიმიტრი ხახუტაშვილმა საზოგადოებას განუცხადა, რომ არ იყო იმ წერილის ავტორი, რომელიც „ივერიის“ N159-ე ნომერში მეჯვრისხევს შესახებ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თედო სახოკიამ ვოლტერის მოთხრობა „გულწრფელნი“ თარგმნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 ივლისს პავლე რაევმა მლეთაში ეკლესია და სამრევლო საეკლესიო სკოლა დაათვალიერა.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ირაკლი ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ყარსში.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ რაჟდენ კანდელაკი და იას. ქუთათელაძე, ხონში — კესარია ციციშვილისა და პოლიევქტო კიკალიშვილი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე კრინიცკი, სამსონ ყიფიანი, ვასილ თუმანიშვილი და სხვები.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ ანასტასია ბაქრაძე, ნინო ხელთუფლიშვილისა, კირილე ლორთქიფანიძე, მიტროფანე ლაღიძე და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N9) დაიბეჭდა სოფ. კალაგონის შემომწირველთა სია გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: კეკელა ხუნდაძისა, კატო რამიშვილისა, მატრონე ხუნდაძისა, მარო ხუნდაძე და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა სოფ. კალაგონის შემომწირველთა სია გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: სონია ხუნდაძისა, გაიანე ხუნდაძისა, ოლღა ცქიტიშვილი, პელაგია რამიშვილი და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონის შემომწირველთა სია: ტატიანა რამიშვილი, ლეონიდა ხუნდაძე, ამინადარ ხუნდაძე, ლიზა ხუნდაძისა და სხვები.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქუთაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ: ანა ლორთქიფანიძე, თომა მთავრიშვილი, მელანია გველესიანისა, მარ. ყაუხჩიშვილისა და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონიდან შემომწირველთა სია: ვასილისა ხუნდაძე, ანასტასია ხუნდაძე, შუშანიკა ყენიასა, მარუსია დუდუჩავა და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონიდან შემომწირველთა სია: ცუცუნია დუდუჩავა, ელენა დუდუჩავა, პუპინა უშვერიძისა, ლილოსი დუდუჩავა და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონიდან შემომწირველთა სია: დათიკო ხუნდაძე, ტიტე თევზაძე, თეოფინე თევზაძე, სევერიანე რამიშვილი და სხვები.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ვართან ტერ-ასატუროვმა და გრიგოლ სომხიევმა თითო მანეთი შესწირეს, ნინა შავთვალიშვილმა და მართა ბერძენოვმა – 50-50 კაპიკი, მარიამ და ელისაბედ აბრამოვებმა – 2 მანეთი.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილმა სასულიერო წოდების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად დიმიტრი შავთვალაშვილმა, სტეფანე პოპოვმა და ბარბარე პოპოვისამ 2-2 მანეთი შესწირეს, გაბრიელ ბედოევმა – 50 კაპიკი, ბაღდან სომხიევმა – მანეთი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბარბარე მაკარის ასულ თარხან-მოურავის, ესტატე იოსების ძე თარხან-მოურავის, ნინო იოსების ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკის, მაკრინე იოსების ასულ წერეთლის და გაიანე იოსების ასულ შერვაშიძის სათარხნოში მდებარე 2638 დესეტინასა და 1710 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ბარბარე მაკარის ასულ თარხან-მოურავს, ესტატე იოსების ძე თარხან-მოურავს, ნინო იოსების ასულ ბაგრატიონ-მუხრანსკისას, მაკრინე იოსების ასულ წერეთლისას და გაიანე იოსების ასულ შერვაშიძისას სათარხნოში 2638 დესეტინა და 1710 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე და სათიბი ადგილები ჰქონდათ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ალექსი სოლომონის ძე როინაშვილმა ისაკ გიორგის ძე როინაშვილს თემირ-ხან-შურადან კავკავის ახალი ქართული სკოლისთვის 5 თუმანი გამოუგზავნა.