ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48071

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გიორგი ყაზბეგმა გამგეობას ამცნო, რომ აკაკი წერეთლის საზოგადოებისთვის ნაანდერძევ ეზოში იდგა პატარა ეკლესია, ქვის ორსართულიანი შენობა, სამზარეულო და ბეღელი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გიორგი ყაზბეგმა გამგეობას წარუდგინა მოხსენება აკაკი წერეთლის ანდერძის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გიორგი ყაზბეგმა გამგეობას ა რომ აცნობა, რომ წერეთლის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევ მამულში, ანდერძის თანახმად, ქალთა პროფესიული სკოლა უნდა დაარსებულიყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გიორგი ყაზბეგმა გამგეობას აცნობა, რომ აკაკი წერეთლის საზოგადოებისთვის ნაანდერძევი მამული და შენობები გარდაცვალებამდე მის ქვრივსა და შვილს ეკუთვნოდათ, შემდეგ კი საზოგადოების საკუთრებაში გადავიდოდა, თუმცა მათ უარი განაცხადეს და ქონება სიცოცხლეშივე საზოგადოებას დაუთმეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით,1916 წლის პირველი იანვრიდან დამფუძნებელ წევრს, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს, ყოველწლიურად უნდა გადაეხადა საწევრო 10 მანეთი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრ ვასილ გიორგის ძე მაჩაბელს საწევრო 300 მანეთი ჰქონდა გადახდილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, წლიური შემოსავალი 4 782. 57 მანეთი ჰქონდა. აქედან 2 298. 80 მანეთი 1915 წლის შემოსავლის ნაშთი იყო, 120 – საწევრო გადასახადი, 100 – კერძო შემოწირულება, 1 681. 58 მან. – სკოლის სასარგებლოდ გამართული სახალხო სეირნობიდან შემოსული, 300 – მთავარი გამგეობის მიერ სკოლისთვის გამოგზავნილი თანხა, 183. 19 – შემნახველ-გამსესხებელ ამხანაგობაში შენახული ფულის სარგებელი, 99 მან. კი – სკოლის სასარგებლოდ გამართული წარმოდგენიდან შემოსული.