ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46638

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის დეკემბერში პარიზში, ემიგრაციაში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი დავით გიორგის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში გლდანელსა და ესებუაზე გამოთქმული ლექსი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით, ზაქარია და ნიკოლოზ ილიას ძე აბაშიძეებს სიღნაღის მაზრაში 294 დესეტინა ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძის მიერ გორში დაარსებულ ვაჟთა სასწავლებელში სწავლის საფასური 2 მანეთი იქნებოდა, ყმაწვილების მიღება კი 25 აგვისტოდან დაიწყებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძემ გორში თვალიევის სახლში ვაჟთა ერთკლასიანი სასწავლებელი დააარსა.

1888

ტიპი: ღონისძიება

სპირიდონ ჯორჯიკიას განცხადებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში მისაღები გამოცდები 1888 წლის 25-დან 31 აგვისტომდე მიმდინარეობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ახალქალაქიდან იოსებ ჩიტაძემ 3 მანეთი შესწირა, დარია ჩიტაძისამ – 2 მან., აფანასიევმა და ი. მალხაზაშვილმა – თითო მანეთი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილს წინამძღვრიანთკარში 947 დესეტინა ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული კლუბის საზაფხულო შენობაში ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრება შეუდგა კავშირის გამგეობისა და საბჭოს არჩევნებს. თავმჯდომარედ დაასახელეს ალექსანდრე ჯაბადარი და ნიკოლოზ წვერავა, გამგეობის წევრებად − დათიკო კალანდაძე, ნიკოლოზ გაბაშვილი და სხვ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თევდორე პავლეს ძე რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხალხური ზღაპრებით სავსე რვეული გამოუგზავნა. ზღაპრები ქართლსა და ფშავში იყო გაგონილი და ჩაწერილი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ, გიორგი და ალექსანდრე რომანის ძე მრევლიშვილების დუშეთის მაზრაში მდებარე 29 დესეტინასა და 60 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ, გიორგი და ალექსანდრე რომანის ძე მრევლიშვილებს დუშეთის მაზრაში 29 დესეტინა და 60 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანასტასია დავითის ასულ ჩოლოყაშვილის მუღანლოში მდებარე 106 დესეტინა სახნავ-სათეს და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანასტასია დავითის ასულ ჩოლოყაშვილისას მუღანლოში 106 დესეტინა სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მარიამ იოსების ასულ ჯავახიშვილისას ყარაღაჯსა და ხოვლეში 52 დესეტინა და 1520 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და საბაღე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე და ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილებს, დიმიტრი ერასტოს ძე ჩოლოყაშვილს, სოფიო ერასტოს ასულ ჩოლოყაშვილს, ანა იაგორის ასულ ჩოლოყაშვილს, ელისაბედ ერასტოს ასულ მამაცაშვილისას და მარიამ ერასტოს ასულ მელიქიშვილისას მატანსა და მარელისში 3471 დესეტინა ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ იოსების ასულ ჯავახიშვილის ყარაღაჯსა და ხოვლეში მდებარე 52 დესეტინასა და 1520 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა არჩილ ივანეს ძე ყარალოვის არტაანში მდებარე 128 დესეტინასა და 1490 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე და ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილების, დიმიტრი ერასტოს ძე ჩოლოყაშვილის, სოფიო ერასტოს ასულ ჩოლოყაშვილის, ანა იაგორის ასულ ჩოლოყაშვილის, ელისაბედ ერასტოს ასულ მამაცაშვილისა და მარიამ ერასტოს ასულ მელიქიშვილის მატანსა და მარელისში მდებარე 3471 დესეტინა ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს არჩილ ივანეს ძე ყარალოვს არტაანში 128 დესეტინა და 1490 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და საბაღე ადგილები ჰქონდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ლუარსაბ ყრუაშვილი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე 1902 წლამდე ფოთის ქალაქისთავი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ლავრენტი კიღურაძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფოთის საბჭოს ხმოსანთა საარჩევნო კრება 1898 წლის 8 სექტემბერს ქალაქის გამგეობის დარბაზში უნდა გამართულიყო. ლავრენტი კიღურაძე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე და ვასილ გიორგის ძე ბარათაშვილებისა და მათი დის, ბარბარეს ვაკეში მდებარე 1086 დესეტინასა და 1140 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.