რეგისტრირებული ფაქტები46632
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვანო ივანეს ძე გიგოშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა დიდუბის ეკლესიას 10 000 მანეთი უანდერძა, ავლაბრის წმ. მარინეს ეკლესიას – 2 000, დარიის მონასტერს ავლაბარში – 500, დიღმის წმ. გიორგის ეკლესიას – 1 000, კალოუბნის ეკლესიას თბილისში – 1 000 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა ქართულ დრამატულ საზოგადოებას 100 000 მან. უანდერძა, მცირეწლოვან დამნაშავეთა ახალშენს – 10 000, თბილისის სადოსტაქრო საავადმყოფოსთვის შენობის ასაგებად დატოვა 200 00 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე სარაჯიშვილმა ავლაბარში ქალთა პროფესიული სკოლის დასაარსებლად და შესანახად 50 000 მანეთი უანდერძა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძის ხსოვნის აღსანიშნავად მისმა ძმამ, მიხეილმა კურორტ ბახმაროს სამკითხველოს წლის ბოლომდე გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას 25 000 მანეთი უანდერძა, ქუთაისს საქალაქო თეატრის ასაგებად – 150, 000, კავკავს ღარიბ მოსწავლეთა სწავლის ფულის გასასტუმრებლად – 30, 000, ქართულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას – 25, 000 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალის რედაქციამ აჭარელთა და ომში დაჭრილთა სასარგებლოდ მღვდელ ი. ხაბაზიშვილის მიერ შეკრებილი 10 მან. 6 კაპ. მიიღო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა მოსკოვის ქართველთა საზოგადოებას 10 000 მანეთი უანდერძა, ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებას – 5 000, რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა სადგურს ადესაში – 5 000, კავკავის ქართულ სკოლას – 10 000, თბილისის მომავალ პოლიტეხნიკუმს ფიზიკური კაბინეტის მოსაწყობად – 50 000, მცხეთის სამთავისის დედათა მონასტერს კი სკოლის საჭიროებისათვის – 5 000 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა წმ. ანტონის, მთაწმინდის მამა დავითისა და წმ. სამების ეკლესიებს 500-500 მანეთი უანდერძა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა მცხეთის ეკლესიას 1 000 მანეთი უანდერძა, მარტყოფის, სომხების წმ. სტეფანეს მონასტერსა და დიდი ლილოს ეკლესიებს – 500-500 მან.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 25 აგვისტოდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეძაძამეს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ილია ბიბილეიშვილი, აგრაფინა საჯაია, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძე და დიმიტრი აქვსენტის ძე ანჯაფარიძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 აგვისტოს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეძაძამეს ბიბლიოთეკა, რომლის გამგე იყო გედეონ ხუხუნი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 აგვისტოს ავლაბრის თეატრში ვანო ივანეს ძე გიგოშვილის ნათარგმნი „არშინ მალ-ალანი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, ეცნობებინა მისთვის, იყო თუ არა სიახლე დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. გუდაუთის ქართველობამ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო: შეეყვანა ბავშვები სხვა სკოლებში თუ ქართული სკოლის გახსნას დალოდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე ზაქარაშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილმა ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ზდანოვიჩის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თ. აფხაზიშვილისა ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მონაწილეობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე კონსტანტინე კავკასიძე იყო, საზოგადო კრება მოიწვია. კრებაზე გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 29 აგვისტოს მამადავითის ეკლესიაში ილია ჭავჭავაძის პანაშვიდს ალექსანდრე ცაგარელი დაესწრო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის პირველი სექტემბრიდან 1923 წლის პირველ სექტემბრამდე ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე საზოგადოება „განათლების“ ქალთა სამასწავლებლო სასწავლებელში (შრომის სკოლაში) უფროსი კლასების ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1917 წლის 1-ლ სექტემბრამდე ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე კუზანის ივანოვის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა. 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან კი – ფრანგული ენის მასწავლებლად ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 1-ლი სექტემბრიდან სერგეი ფეოხტისტეს ძე ტიხომიროვი თბილისის II კომერციული სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი შედგენდა 3 090 მანეთს.