ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50047

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის „ქალთა კავშირის“ სამადლობელი წერილი ევ. გარაევისას და იორდანე ცერცვაძის მიმართ, რომლებმაც მათ უსასყიდლოდ დაუთმეს ბინა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ჩიტაძე ახალქალაქში მღვდელი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის წინამძღვრიანთკარში მდებარე 947 დესეტინა ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 აპრილს ეგზარხოსმა პალადიმ გიორგი ჩოჩიშვილი მღვდლად აკურთხა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას ეთნოგრაფიული აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მეხუთე ნაწილი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით, ზაქარია და ნიკოლოზ ილიას ძე აბაშიძეების სიღნაღის მაზრაში მდებარე 294 დესეტინა ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ხახანაშვილის ჩანაწერი თუშეთის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მეოთხე ნაწილი დაიბეჭდა.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის დეკემბერში პარიზში, ემიგრაციაში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი დავით გიორგის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში გლდანელსა და ესებუაზე გამოთქმული ლექსი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით, ზაქარია და ნიკოლოზ ილიას ძე აბაშიძეებს სიღნაღის მაზრაში 294 დესეტინა ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძის მიერ გორში დაარსებულ ვაჟთა სასწავლებელში სწავლის საფასური 2 მანეთი იქნებოდა, ყმაწვილების მიღება კი 25 აგვისტოდან დაიწყებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძემ გორში თვალიევის სახლში ვაჟთა ერთკლასიანი სასწავლებელი დააარსა.

1888

ტიპი: ღონისძიება

სპირიდონ ჯორჯიკიას განცხადებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში მისაღები გამოცდები 1888 წლის 25-დან 31 აგვისტომდე მიმდინარეობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ახალქალაქიდან იოსებ ჩიტაძემ 3 მანეთი შესწირა, დარია ჩიტაძისამ – 2 მან., აფანასიევმა და ი. მალხაზაშვილმა – თითო მანეთი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილს წინამძღვრიანთკარში 947 დესეტინა ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული კლუბის საზაფხულო შენობაში ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრება შეუდგა კავშირის გამგეობისა და საბჭოს არჩევნებს. თავმჯდომარედ დაასახელეს ალექსანდრე ჯაბადარი და ნიკოლოზ წვერავა, გამგეობის წევრებად − დათიკო კალანდაძე, ნიკოლოზ გაბაშვილი და სხვ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თევდორე პავლეს ძე რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხალხური ზღაპრებით სავსე რვეული გამოუგზავნა. ზღაპრები ქართლსა და ფშავში იყო გაგონილი და ჩაწერილი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ, გიორგი და ალექსანდრე რომანის ძე მრევლიშვილების დუშეთის მაზრაში მდებარე 29 დესეტინასა და 60 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ, გიორგი და ალექსანდრე რომანის ძე მრევლიშვილებს დუშეთის მაზრაში 29 დესეტინა და 60 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ქუთაისიდან მაკრინე და ალექსანდრა გიგაურებმა 2 მანეთი შესწირეს, ყარამან დათეშიძემ, დიმიტრი ბახტაძემ და გ. ხმალაძემ – თითო მანეთი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანასტასია დავითის ასულ ჩოლოყაშვილის მუღანლოში მდებარე 106 დესეტინა სახნავ-სათეს და სათიბ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანასტასია დავითის ასულ ჩოლოყაშვილისას მუღანლოში 106 დესეტინა სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მარიამ იოსების ასულ ჯავახიშვილისას ყარაღაჯსა და ხოვლეში 52 დესეტინა და 1520 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და საბაღე ადგილები ჰქონდა.