ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივნისის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ყაზბეგთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდების პროექტის დასამტკიცებლად და საბანკო საქმეში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასასრული „ტფილისი, 7 ნოემბერი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „Новое Обозрение“-ს წერილის გამო“.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივლისში სიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკის ლიცეუმში ჩარიცხვის საკითხის განსახილველად ილია ჭავჭავაძეს მოსკოვში ელენე ფარნაოზის ასულ ბაგრატიონ-გრუზინსკაიასა და მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელის ნახვაც სურდა, მაგრამ ისინი აგარაკებზე იყვნენ წასულები.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძემ დუშეთის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე მის ნაცვლად დანიშნულ ალექსანდრე სავანელს სასამართლო საქმეები გადააბარა.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წელს ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი მიხეილ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი მეუღლესთან, ელისაბედ დიმიტრის ასულ ივანსკაიასთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის მამა გრიგოლ ჭავჭავაძე.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 13 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის მამა გრიგოლ ჭავჭავაძე ყვარლის სასაფლაოზე მეუღლის, მარიამ ბებურიშვილ-ჭავჭავაძის გვერდით დაკრძალეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვში ქვისლის, დიმიტრი სტაროსელსკისგან სახელობის დღის მისალოცი დეპეშა მიიღო.

1852

ტიპი: განათლება

1852 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ მეოთხე კლასიდან თბილისის გიმნაზიაში განაგრძო სწავლა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 17 მაისს ილია ჭავჭავაძის (დუშეთიდან ბაქოში) ოლღა გურამიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შეტყობინების მიღებისთანავე საქმეებს მის ადგილზე დანიშნულ ალექსანდრე სავანელს გადააბარებდა და რამდენიმე დღეში ოლღას ბაქოში ჩააკითხავდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ბაქოში მყოფ ოლღა გურამიშვილს წერილით შეატყობინა, რომ ლიცეუმის დირექტორიპავლე ლეონტიევი დათანხმდა, მისი დისშვილი, სიმონ სტაროსელსკი ლიცეუმში მიეღოთ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს, „განდეგილის“ გამოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ, ილია ლუკას ძე ბახტაძემ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა წერილი „Легенда о „Гандегили“, მკითხველს გააცნო ლეგენდა, რომელიც საფუძვლად დაედო ამ პოემის შექმნას.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წელს ილიას მამა გრიგოლ ჭავჭავაძე მონაწილეობდა ყვარელზე ლეკთა 500-კაციანი რაზმის თავდასხმის მოგერიებაში, რისთვისაც ის წმინდა ანას ორდენით დააჯილდოვეს.

1850

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1850 წელს ილიას მამამ, გრიგოლ ჭავჭავაძემ მოიყვანა მეორე ცოლი – ეკატერინე (ქალია) დავითი ასული (შიოშ ნიკიტას ძე შიოევის ქვრივი).

1846

ტიპი: სტატუსი

1846 წელს საქართველო-იმერეთის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გრიგოლ ჭავჭავაძის სახელზე გასცა სიღარიბის მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას საკუთარი სახსრებით არ შეუძლია მცირეწლოვან შვილს, ილიას შესაფერისი აღზრდა მისცეს.

1850

ტიპი: განათლება

1850 წელს იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძემ პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი დაამთავრა. მომდევნო წლებში იგი სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი იყო.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წლის ივლისში სიმონ სტაროსელსკი მოსკოვში ილია ჭავჭავაძესთან ცხოვრობდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე მოსკოვში, პეტროვსკის პარკში მდებარე შატო დე ფლერში, ფრანგი მსახიობების მიერ გამართულ წარმოდგენას დაესწრო.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 აგვისტოს მოსკოვში მყოფ ილია ჭავჭავაძეს, უმცროსმა დამ, ელისაბედმა კისლოვოდსკიდან წერილით შეატყობინა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდებოდა.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის 31 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ თხოვნით მიმართა თელავის მაზრის უფროს რამაზ ანდრონიკაშვილს, რომ თბილისის სამხედრო გუბერნატორ და სამოქალაქო საქმეთა მმართველ ივანე ანდრონიკაშვილთან ეშუამდგომლა, თავისი ძმის, გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების, ილიასა და თეიმურაზის, სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს (მოსკოვიდან ბაქოში) წერილით აცნობა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად არც ერთ ბანკში არ უშვებდნენ და თავისი დატოვებული თანხის ნაწილის გაგზავნა სთხოვა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 3 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში მისწერა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად არც ერთ ბანკში უშვებდნენ და რომელიმე ბანკში პრაქტიკის გასავლელად შუამავლის მოძებნა სთხოვა.