ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50047

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ბაქოში მყოფ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ სიმონ სტაროსელსკისთვის გუვერნანტ ქალს ეძებდა.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წლის 10 აპრილის ჟურნალ „მოგზაურის“ მიხედვით, არჩილ, გიორგი და ლევან ზურაბიშვილები ივანე ზურაბიშვილისა და ნინო ნიკოლაძის შვილები იყვნენ.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წლის 10 აპრილის ჟურნალ „მოგზაურის“ მიხედვით, ნინო ნიკოლაძე ივანე ზურაბიშვილის მეუღლე იყო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ საადგილმამულო ბანკში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნის მიზნით გამართული ყრილობის შესახებ ინფორმაცია ივანე ზურაბიშვილის შვილებმა ექვთიმე თაყაიშვილის ცნობაზე დაყრდნობით განავრცეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 20 მარტს მღვდელი ექვთიმე ელიევი ჭოპორტსა და საგურამოში გაფიცულ გლეხებს შეეწინააღმდეგა, რის გამოც ხალხის რისხვა დაიმსახურა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 6 მარტს საგურამოში მცხოვრებმა გლეხებმა ადგილობრივი მემამულეების: ილია ჭავჭავაძისა და ტატო ციციშვილის წინააღმდეგ გაფიცვა მოაწყვეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ თავის დას, ნინოს, მისწერა, რომ საბანკო საქმის შესწავლაზე ბანკები უარს ეუბნებოდნენ და მოსკოვში კიდევ მოუწევდა დარჩენა, ამიტომ ყვარლის მამულის მოსავლის ნაწილის გაყიდვა და 200 მანეთის გაგზავნა სთხოვა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში მისწერა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად რუსულ ბანკებთან მოლაპარაკების იმედი გაუჩნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან პეტერბურგში მყოფ ვასილ მაჩაბელს გაუგზავნა წერილი, რომ დიმიტრი ყაზბეგის მიერ დატოვებული წიგნები და საქმიანი მიმოწერის ფორმები გაეგზავნა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 15 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი ქალაქების სამწუხარო მდგომარეობა“.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 7 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმის შესასწავლად მოსკოვიდან პეტერბურგში ჩავიდა და ქარავნის ქუჩის №18-ში, ბინა №7-ში, დაბინავდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასასრული „ტფილისი, 13 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბანკის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების შესახებ“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 10 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბანკის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების შესახებ“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 9 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხუთსარგებლიანი გირავნობის ფურცლის შემოღების აუცილებლობა“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 7 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხმაური საკრედიტო საზოგადოებაში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 3 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ტრაგედია მცხეთაში“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნატორთან გამართულ თათბირში, რომელზეც სოფლებში პურის მაღაზიების მოწყობის საკითხი განიხილეს. ილია საორგანიზაციო კომისიის წევრად აირჩიეს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მკურნალის მოქალაქეობრივი მოვალეობა“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 24 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კალიასთან ბრძოლის აუცილებლობა“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 22 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მუშა ხალხის საქმე გერმანიაში“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წელს დაიბეჭდა ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარლის წიგნი „ქართული ენის გრამატიკული ლიტერატურის შესახებ“, რომელიც ავტორმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლად ხარჯის მოკრების და მისი შენახვის ნაკლი“.

1855

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1855 წლის 3 თებერვალს ვორონეჟის გუბერნიაში დაიბადა ილია ჭავჭავაძის გარდაცვლილი ძმის, კონსტანტინეს, შვილი, რომელსაც სიმონი დაარქვეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 30 აგვისტოს მოსკოვში მყოფი ილია ჭავჭავაძე გენერალ-ადიუტანტმა ივანე დავითის ძე ლაზარევმა სტუმრად მიიწვია.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის აგვისტოში ჟურნალ „კრებულის“ №7-ში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები და რაფიელ ერისთავის წერილი „ქართული სახალხო პოეზია“, რომელშიც ავტორი დადებითად აფასებს ილიას წამოწყებულ საქმეს – ფოლკლორული წყაროების შეკრებას.