ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48034

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის ლექსი „მეგობრებს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაკელიას პიესის „ქურდი ანუ კეთილისმყოფელი“ დასაწყისი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „ქართველი გრიგორიანები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „საიდუმლო ტრაგედია“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 ივლისს სიღნაღის ახალ კლუბში ნიკოლოზ გვარაძის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს ოთხმოქმედებიანი დრამა „უმუშევარნი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია კაზიმირ საველის ძე ცხომელიძის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 ივლისს წაღვერსა და აბასთუმანში იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილსა და იოსებ გრიშაშვილს წარმოდგენები უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 27 ივლისს გიორგი თადეოზის ძე ნამიჭეიშვილი და ბესარიონ ივანეს ძე ნადირაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

მაკარ რომანის ძე ჭავჭავაძე 1916 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 ივლისს ახალ სენაკში წარმოადგინეს ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მეგობრობა“ ვალერიან გუნიას მონაწილეობით.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს ბაგრატ ფილიპეს ძე კალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების ხაზინადარი გახდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს სიმონ პარმენის ძე ნიკოლაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების მდივანი გახდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს სიმონ ბიჭიას ძე ბურკაძე, იაგორ კონსტანტინეს ძე მესხი და დიმიტრი ლაზარეს ძე ბელთაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 ივლისს პლატონ ლუკას ძე აბაშიძე და ტარიელ ნესტორის ძე ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ ევსევი ლუკას ძე ავალიანის შესახებ ცილისმწამებლური სტატიის გამო პროტესტი გამოუცხადა გაზეთ „ჩვენს მეგობარს“ (ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, 1916-1917 წწ., ქუთაისი.).

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ წერილობითი თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ გამოეგზავნათ 1914 წლის მოქმედების ანგარიში და ასევე რამდენიმე ათეული საზოგადოების წესდება განყოფილების წევრთათვის დასარიგელბად.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი) მძიმედ იყო ავად.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თედო ტიმოთეს ძე სახოკია ცოლ-შვილთან ერთად ცემში ცხოვრობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ივანეს ძე ფერაძის (ჩაქუჩის) სტატია „ქართველ მუსულმანების შესახებ“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ აბაკელიას პიესა „ქურდი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „ყური უგდოთ ვალ. შალიკაშვილს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დასაწყისი ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძის სტატიისა „ვაჟა-ფშაველა სიყმაწვილეში“.