ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50047

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ №21-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „იშვიათი საღამო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გამოსული შიო მღვიმელის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა მისი ნაწარმოები „ჩემი ყვავილები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ოცხელის გამომცემლობამ ქუთაისში გამოსცა შიო მღვიმელის რჩეული ლექსები.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გამოიცა შიო მღვიმელის „ჩემი ყვავილები“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს შიო მღვიმელს 30-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად გადაუხადეს იუბილე თბილისში, ქუთაისში, ჭიათურასა და სამტრედიაში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ დაწერა მოთხრობა „სიზმარი“.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ საკოოპერაციო კურსები დაამთავრა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ი. ხაბაზიშვილი მღვდელი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ესტატე ლოლაძე სოფ. ხაშმის საკრედიტო ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს შალვა ანტონის ძე მიქელაძე ექიმად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მიხეილ ივანეს ძე ჩხენკელი ექიმად მუშაობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლიდან ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე თბილისის ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა წრეებს აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა გაფიცვებს ეკონომიკურ საკითხებზე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლიდან ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე კავკასიის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლიდან ანანია სალუქვაძე თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 იანვარს მიხეილ ხერხეულიძის თაოსნობით ნაძალადევში ვაჟა-ფშაველას საღამო გაიმართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 იანვარს ბაქოს დრამატულმა წრემ ვალერიან გუნიას „სიძე-სიმამრი“ წარმოადგინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 იანვარს დუტუ მეგრელმა ქართული კულტურის საზოგადოების თაოსნობით საჯაროდ წაიკითხა თავისი ახალი 3-მოქმედებიანი პოემა „პრომეთეი“ .

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 6 იანვარს ვალერიან გუნია ქუთაისის თეატრში ჩავიდა, რომ „მეფე ლირში“ ეთამაშა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 იანვარს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გერასიმე სიმონის ძე კვაჭაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია ხელმეორედ სთხოვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას წერილობით შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნიაში არსებულ განყოფილებათა წამომადგენლების საერთო ყრილობის მიერ გამოტანილი რეზოლუციების უმეტესი მუხლები მოიწონეს და საჭიროდ ჩათვალეს მათი სისრულეში მოყვანა, ასევე გამგეობის გადაწყვეტილებით ყველა რეზოლუცია უნდა გადაეცათ მათ მიერ არჩეული კომისიისთვის გადასათვალიერებლად და საჭირო ცვლილებების შესატანად. ამასთან გამგეობამ უხერხულად სცნო ის გარემოება, რომ ქუთაისის განყოფილებამ არ აცნობა მთავარ გამგეობას დელეგატთა მოწვევა. ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა სია, რომელთაც გადახდილი აქვთ 1916 წლის საწევრო თანხა: კონსტანტინე ტყაბლაძე, სამსონ ქებულაძე, ესტატე კვიმსაძე, ნიკო ზაქარაშვილი, სერგეი ჯინჭველაშვილი, ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძე, სოფიო დოლაბერიძე, ოლიმპიადა ვასილის ასული დოლაბერიძე, იოანე იოსების ძე გიორგაძე და ვარლამ პავლეს ძე გაბადაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის საწევრო თანხა გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: მაქს ანტონის ძე რევიამ, რაჟდენ ნიკოლოზის ძე შავგულიძემ, ზაქარია გიორგის ძე ბეჟიტაძემ, იოსებ არობაშვილმა, გრიგოლ მიხეილის ძე ცატურიანცმა, ალექსანდრა გიგინეიშვილმა, ვასილ ლუკას ძე ფოჩხიძემ, ტრიფონ მერაბის ძე ფანჯავიძემ, გიორგი კონსტანტინეს ძე ყუფარაძემ და თედორე ისიდორეს ძე სკიპნიკოვმა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: პროკოფი მოსეს ძე დოლიძემ, ივანე ბესარიონის ძე კვაჭაძემ, მიტროფანე დავითის ძე კვანტალიანმა, აკაკი მარკოზის ძე რობაქიძემ, კონსტანტინე ესტატეს ძე კვახაძემ, აბრაამ გრიგოლის ძე ვაინერმა, თეოფანე ზაქარიას ძე იაკობაშვილმა, ილია ერასტის ძე ნიკოლაძემ, ლევან ბესარიონის ძე დვალმა და ერასტი სიმონის ძე ბახტაძემ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: სოფიო ართმელაძემ, ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძემ, ევპრაქსია ერისთავისამ, ფეოდოსია ჯაყელმა, ასმან მურზა-ბეგოვმა, ნინო ნესტორის ასულმა ლორთქიფანიძემ, სპირიდონ გიორგის ძე ნიჟარაძემ, რაფ. შაბან.-ის ძე ერისთავმა, პავლე ვასილის ძე ბახთაძემ და ვენედიქტე ნესტორის ძე ნიჟარაძემ.