ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46545

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათომის სკოლის თაობაზედ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრ სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე ილია ჭავჭავაძე 25 მანეთით დააჯარიმა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრ სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე სერგეი მესხი 100 მანეთით დააჯარიმა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ გაითვალისწინეს იაკობ გოგებაშვილის მოსაზრება, რომ თონეთისა და ხელთუბნის სკოლებში რუსული ენის სწავლება პირველი კლასის მეორე სემესტრიდან დაეწყოთ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი თუმანიშვილს დრამატული ნაწარმოებების შერჩევა დაავალეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 25 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ შედგა დრამატული წრე, რომელიც საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წარმოდგენებს გამართავდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 25 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ორგანიზაციის ახალი წევრებისგან მოკრებილი თანხა გაუგზავნა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ორგანიზაციის სასარგებლოდ დანიშნული მეჯლისის თარიღსა და მასზე დასასწრები ბილეთების დაბეჭდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჟურული მოგონებებში წერს, რომ 1905 წელს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა პეტერბურგში კავკასიის ერების დელეგაცია გაგზავნა, რათა მათ რუსეთის მომავალ პარლამენტში საკუთარი დეპუტატის არჩევის უფლება მოეპოვებინათ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „შრომაში“, ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომრის შესახებ ესტატე მჭედლიძის რეცენზიის გაგრძელება დაიბეჭდა.

1858

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1858 წელს ილია ჭავჭავაძე ტიარლევოდან დროებით პეტერბურგში დაბრუნდა მეორე კურსზე გადასასვლელი დამატებითი გამოცდების ჩასაბარებლად და ასეთი შეფასებები მიიღო: სახელმწიფო სამართალი – 4, რუსეთის კანონმდებლობა – 4, ღვთისმეტყველება – 5, ზოოლოგია – 3, ფსიქოლოგია – 5.

1858

ტიპი: განათლება

1858 წლის 25 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე სამოსწავლო მზრუნველის გადაწყვეტილებით მეორე კურსზე გადაიყვანეს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წელს ილია ჭავჭავაძემ მოთხრობის „დედის ანდერძი“ წერა დაიწყო, მაგრამ აღარ განაგრძო.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 9 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მიხეილ ყიფიანი“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 22 მარტს ილია ჭავჭავაძემ ნოვოროსიის სტუდენტების მიერ შემოწირული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირაჯიბი ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე „დედა ენის“ მერვე გამოცემის დაბეჭდვა გადაწყვიტეს.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წლის 17 მაისს გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის იურიდიული შინაარსის სტატიის „ნოტარიული დებულების 168-ე მუხლი და მისი გამოყენება თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ“ პირველი ნაწილი.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 18 მარტს ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის სხდომაზე ქართული თეატრის ახალი დასის შედგენა და წარმოდგენების დაგეგმვა ილია ჭავჭავაძეს დაავალეს.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის 18 მარტს დავით ავალიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 17 მარტს ზაქარია ჭიჭინაძემ პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს წერილობით შეატყობინა, რომ სერგეი მესხის ავადმყოფობის გამო „დროება“ შეიძლება ილია ჭავჭავაძეს შეესყიდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 მარტს გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ საღამოზე კოტე ყიფიანმა, ნინო ორბელიანმა და ნოდარ ჯორჯაძემ წაიკითხეს ეპიზოდები ილია ჭავჭავაძის „განდეგილიდან“ და „კაცია – ადამიანიდან?!“.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ დაბეჭდვის შესახებ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მეჯლისისა და საერთო კრების შესახებ განცხადებების დაბეჭდვის თანხა გაზეთ „კავკაზის“ რედაქციისთვის გაეგზავნათ.