ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46539

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ივლისის ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომრებში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, მიხეილ ყიფიანს დედანთან შესაბამისობის შესამოწმებლად თარგმნილი სახელმძღვანელოების ხელნაწერები გადასცეს.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის პირველ ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ სწავლის გადასახადი შეიტანა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 25 თებერვალს ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველომ განიხილა თბილისის სამხედრო გუბერნატორ ივანე ანდრონიკაშვილის შუამდგომლობა გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ საჭირო საბუთები სრულად არ იყო წარმოდგენილი, უარი თქვა თხოვნის შესრულებაზე.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ გაზეთ „კავკაზის“ რედაქციისთვის მეჯლისის გამართვის თაობაზე განცხადების განსათავსებლად თანხა გაეგზავნათ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 15 მაისი“ („წინა წერილში მოკლედ ავნუსხეთ...“), დასასრული წერილების ციკლისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების საქმე“.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს დიმიტრი სოლსკიმ ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში მიიწვია, რათა კავკასიის სამეფისნაცვლოში დეპუტატების დანიშვნასთან დაკავშირებით მისი აზრი მოესმინა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭვავაძემ პეტერბურგში კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად გამართულ სხდომაზე უმაღლესი კომისიის წევრებს მიმართა, რომ კავკასიის ერებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ დეპუტატების არჩევის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ახალ შეურაცხყოფას აღარ მოითმენდა და სისხლისღვრა დაიწყებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ უმაღლესი კომისიის სხდომაზე მიწვეულმა გიორგი ჟურულმა სიტყვით გამოსვლისას ქართველი გლეხების გაჭირვებაზე ისაუბრა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 10 მაისი“ („დღეს საჭიროდ დავინახეთ ავნუსხოთ...“), 9 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ უმაღლესი კომისიის სხდომაზე მიწვეულმა გიორგი ჟურულმა რუსეთის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ვიტტეს მიმართა, რომ ხელისუფლება საქართველოში მიწის ნაკვეთებს უსამართლოდ უნაწილებდა რუსეთის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ქართველი გლეხები კი იმ დროს მიწის სიმცირის გამო უკიდურეს გაჭირვებაში იყვნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 8 მაისი“ („ბ-ნ ივანენკოს გამოძიებიდამ სჩანს...“), 8 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ უმაღლესი კომისიის სხდომაზე ილია ჭავჭავაძეს სიტყვით გამოვიდა. მას საუბარი დიმიტრი სოლსკიმ გააწყვეტინა, რადგან ჭავჭავაძის ოპოზიციური ტონი არ მოეწონა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად შექმნილი უმაღლესი კომისიის წევრებს სურდათ, რომ საქართველოს ისეთ ქალაქებში, სადაც რევოლუციის მწვავე კერა იყო, დეპუტატად ქართველი კანდიდატი არ გასულიყო. ამ ფაქტის შესახებ გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 7 მაისი“ („ჯერ მინამ ბ-ნ ივანენკოს ნაძიებს გამოვაქვეყნებდეთ...“), 4 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 3 მაისი“ („ჩვენ წინა წერილში ვაჩვენეთ რამოდენად ჰბარტყობდა...“), 3 მაისის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 3 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 2 მაისი“ („ისტორია არუთინოვის ტრიხინებისა არანაკლებ საოცარია...“), 29 აპრილის მოწინავე წერილის გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („შაუმოვის „სელდების“ სულის საცხონებელი ისტორია...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 28 აპრილი“ („ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების...“), დასაწყისი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 27 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 26 აპრილი“ („ჩვენებიანთ მკურნალები ჩვენებიანთ ინჟენერებს შორს ვერ წაუვლენ ცოდნითა*...“).

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა საქალაქო საბჭოს ხმოსნობის კანდიდატთა სია, მათ შორის დასახელებული იყო ილია ჭავჭავაძე.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 31 მარტს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა კირილე შევარდნაძის წერილი „ესეც „უცნაურია?!“, რომელიც ეხმაურება ილია ჭავჭავაძის წერილს „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 მარტი“ („კარგა ხანია, რაც აქაურმა რუსულმა გაზეთებმა გამართეს...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 23 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 22 მარტი“ („ჩვენს მეთაურში ამას წინათ ვთქვით...“).

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 9 მარტს რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.